ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2016


_ * _ * _

ზეცის სიმაღლე წვიმა მოვიდა,
ჩვენთვის მოვიდა - ჩემთვის და შენთვის,
მე ავდგები და იმ გულს მოვიტან,
რომელმაც ღმერთად აქცია ღმერთი.

მოვიტან დავდებ შენს სველ ფეხებთან,
ჩემს სულს და თვალებს დაფარავს ფარდა,
შენ სიამაყით ზეცას შეხედავ
და დაინახავ ყველაფერს გარდა

წვიმისა, რადგან წვიმის სიხშირე
იქნება უცხო.
*
ახლა კი ვჭიმავ
ძარღვებს და მინდა სწრაფად სისხლშივე
შევუშვა ღამის მედროშე - წვიმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები