| ავტორი: ფე ჟანრი: იუმორისტული 15 მაისი, 2016 |
- სიკვდილი გარაშენდა იქით, მაგი რო შემოუჩნდება კაცს და არ მოგცემს საშველს, საცხა წახვალ გამეგეკიდება ყველგან, რავარი ქალი მოკვდა რავარი! - რავარი? - რავარი და კაი - ვინ ქალი? - ეგერ , მარინა - ვინ მარინა? - ვინ მარინა და შოთა, არ იცი შემოსავლელთან ხახვს რო ყიდიდა?! -უჰ, საწყალი -რამდენი წლის იყო? - ოთხმოცის -უჰ, ვთქვი მე - რა უჰ, რაია ოთხმოცი წელი, დაამცხიკვებ, დაახველებ, ადგები, დაწობი -ერთი ორჯერ ტუალეტში გახვალ( დაამატა მეხახვემ) - და მორჩა ცხოვრება( დაამთავრა მესუნელემ) -რა ნახა საწყალმა წვალების მეტი- გააგრძელა მეცელოფნემ- ერთხელ გათხოვდა არ გოუმართლა, მეორედ გათხოვდა არ გოუმართლა, მეს ამედაც გლახა შეხვდა... -მეოთხედ ვერ მოასწრო- შეაშველა მეხორცემ - მაგას უნახია თუ უნახია, თვარა მე ერთხელაც ვერ ვნახე... - ფხიკ, ფხიკ, ფხუკ- ატყდა ხორხოცი - დაანებეთ თავი ახლა მაგ მარინას და ციალაზე გარადით- მოუწოდა" მეკაჭკემ" - ვინ ციალა? -თევზებში რო მუშაობდა -რას ამბობ კაცო? - რა მოუვიდა , გუშინ აგერ დადიოდა. -ეუ, რავარი ქალი იგიც... -რამდენი წლის იყო? -სამოცის -უჰ,- ვთქვი ისევ სხვათაშორის რა უჰ, წამომესივნენ ყოველი მხრიდან, ძლივს გამოვასწარი თავქუდმოგლეჯილი და მერე რა თქვეს აღარ ვიცი.. -
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. და რა არის აქ საიუმორისტო, ხახვს რომ ყიდდა ... და რა არის აქ საიუმორისტო, ხახვს რომ ყიდდა ...
8. კარგად და ცოცხლად წერ. მსუბუქად კარგად და ცოცხლად წერ. მსუბუქად
7. გაგრძელება მოუხდება, მემწვანილე, მეთევზე და ა.შ..... გაგრძელება მოუხდება, მემწვანილე, მეთევზე და ა.შ.....
6. აქ ამოსუნთქვა არ შეიძლება, იმწუთში სუნელიშეგეყრება ცხვირში :D კაი იყო აქ ამოსუნთქვა არ შეიძლება, იმწუთში სუნელიშეგეყრება ცხვირში :D კაი იყო
4. კარგი იყო, ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე კარგი იყო, ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე
3. კარგია,ლორთქიფანიძე მომაგონა..
კარგია,ლორთქიფანიძე მომაგონა..
2. ჰო, ბაზარი საინტერესო ადგილია მართლაც. :)
აცხონოს მარინაც და ციალაც... ჰო, ბაზარი საინტერესო ადგილია მართლაც. :)
აცხონოს მარინაც და ციალაც...
1. კარგი იყო...:)) ცოცხალად დახატული... მეცელოფნე...მესუნელე...:-* კარგი იყო...:)) ცოცხალად დახატული... მეცელოფნე...მესუნელე...:-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|