ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2016


მე ის სამშობლო მიყვარს

მე ის სამშობლო მიყვარს
სადაც ავიდგი ენა
სადაც მაღალი არის
ჩემი გამჩენი ზენა

სადაც ვისწავლე კითხვა
სადაც ვისწავლე წერა
ჯერ არ გაციებულა
ჩემი სამშობლოს კერა

სად უპირველეს ყოვლის
იყო და არის სწავლა
და მიხარია მიწევს
სადაც მე ამ გზის გავლა

მე ის სამშობლო მიყვარს
სადაც სიკეთე ფასობს
და არავინ ერთმანეთს
ისარს გულ-მკერდში ასობს

და მე ვაქებ,ვადიდებ
მას მივუძღვნი სალამსა
სამშობლოს სადიდებლად
დავღლი ჩემსა კალამსა

*******************

ეს სამშობლო ჩვენია
სადაც ფეხი ავიდგით
წუთისოფლის წიაღში
ფესვები ღრმად გავიდგით

მას ვენუკვით შვილები
სადაც დავიზარდენით
სამშობლოსთვის გარჯაცა
აღარ დავიზარენით

ეს სამშობლო ჩვენია
მშვენიერი ბაღჩები
მრავალდოვლათიანი
აბრეშუმის ფარჩები

ლამაზია ქვეყანა
ეს მდინარე მტკვარია
აქ სამოთხის ბაღია
ესეც სანუკვარია

ჩვენი მიწაც აქ არის
ეს მინდორიც ჩვენია
ამ მხარეზე უტკბესი
სხვა რაღა დაგვრჩენია

მისთვის ვცოცხლობთ, მოვკვდებით
ჩვენი გულიც მისია
ეს სამშობლო ჩვენია
ჩვენი განა სხვისია

ღალატისთვის მოსული
ჩვენი მიწის მტერია
ჩვენი მოამაგენი
ჩვენი მოძმე ერია

სამშობლოზე ლამაზი
ჩვენთვის არაფერია
სილამაზით ზღაპრული
ცისარტყელას ფერია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები