ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2016


....

გარდაცვლილ მზეთა სასაფლაოს მოჰგავდა ზეცა
და მეც ვტიროდი ისე როგორც პატარა ბავშვი,
მე ალბათ მაშინ სულელი და შეშლილი მერქვა
და ჩემი ცრემლიც სასაცილო იყო სხვის თვალში....

ასე ხდებოდა ოდითგანვე ასეა დღესაც
სხვისი ცრემლები და ტკივილი არაფერია.....
ამდენი დარდით და ტკივილით დაღლილი ზეცა
ჩუმად დაგვცქერის ისე  როგორც ლურჯი ფერია

სასაცილონი ვართ ყველანი ალბათ მის თვალში
ზეცამ ხომ იცის ჩვენი ფიქრი დღეს რა ფერია,
როცა ვოცნებობთ, ზეცას ვუმზერთ, მთაში თუ ზღვაში
და ლურჯი ზეცაც ამ ოცნების ჩუმი მცველია....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები