ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
22 მაისი, 2016


ვ ა ზ ი

მამამ  ბაღში,  საფერავი
ძველქართული  დარგო , ვაზი,
გაიხარა,  გაზაფხულზე 
გამოიღო ლერწი  ნაზი.

მამა  თითქოს  სულს  უბერავს,
შესციციცინებს  თვალში,  უვლის., 
მითხრა ,  ვაზი,  ჩვენთვის  ოდით,
სასწაული  არის  უფლის.

მტერმა  ბევრჯერ  გაგვიჩეხა,
ვერ  მოგვისპო,  ვერ  გაგვყარა. 
ჩვენთან  ერთად  ხარობს,  იღწვის,
თავი  მეტად  შეგვაყვარა.

გაფრთხილება  გმართებს  მისი,
არაერთხელ  მითქვამს  შენთვის,
ბედკრულ  ყოფას  ჩვენსას  უძლებს,
შვილივითაც  გვყავს  და  გვეთქმის.

მოზიარე  ჩვენი  ხვედრის,
მტრის  ქარცეცხლში  რაც  ვიარეთ,
ვფიცავ,  არსად  გვიღალატა,
ერთად  ვირჩენთ,  სულ  იარებს.

მხიბლავს  მისი  ყვავილობა.
ვცდილობ  მის  ფასს  გაზიარო.
სურნელებით  არეს  კაზმავს,
ნინოს  ჯვარიც  ვაზიანობს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს