ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2016


სამშობლოს სძინავს ლოდინში

სამშობლოს სძინავს ლოდინში
ელის საშველსა გზისასა
გულგატეხილი შევყურებ
დაბნელებულსა დღისასა
ვფიქრობ და ველი თუ როგორ
როდის მიაღწევს მიზანსა
თავაწეული,ამაყი
ჯავრს ამოიყრის მტრისასა
სამშობლო ზარმაცივით თვლემს
სევდა და დარდი ყინავსა
ამ უიმედო ფიქრებში
მკვდარ-ცოცხალივით სძინავსა

*************************
რამდენადაც აღვსილია ჩვენი გული სევდითა
საქართველო მწუხარეა ულმობელი ბედითა
და რამდენადაც დიდია ჩვენი სევდის ფიალა
საქართველოს შერჩენია გულზე
დიდი იარა
და მეტის-მეტის სევდითა ვერ ამჟღავნებს დაფარულს
თანაგრძნობა,რომ სჭირია სასოება დაკარგულს
ქართლის ბედი მორევსა ჰგავს წყალს მიაქვს და იძირვის
და მადლობა უფლისადმი ყოველ ღამე იწირვის

*********************

სამშობლო ორად გაყოფილია
და არვინ ამით კმაყოფილია
სამშობლო ორად გახლეჩილია
ცოდვა ეს ჩვენი გამხელილია
ველი ბრძოლისა აქ გაშლილია
ბევრი ბოროტი და გაქნილია
სისხლი მრავალი აქ დაღვრილია
ბევრი მოკლული და დაჭრილია
იქ კაცი მოკლეს ვისი შვილია?!
ცოდვა მძიმეა,მადლი ტკბილია
სათესად ღვარძლი თუ მოყრილია
მაშინ ზეცისკენ გზა მოჭრილია
თუ სამართალი გათელილია
ბოლო არც ტკბილი,არც კეთილია
ვინს სიკეთისთვის განწყობილია
სწორად გაზრდილი და შობილია
თუ ყველაფერი წარმავალია
მაშინ აღმასვლა დაღმავალია
უფალს იმისთვის არა სცალია
ვინამც ცხოვრება ფუჭად გალია
ის გავაკეთოთ რაც გვავალია
რაც ძველია და რაც ახალია
რა საიდუმლო,დასამალია
რომ ყველაფერი დასანანია
მოკვლა კაცისა დიდი ბრალია
ჩამდენი მისი შესაბრალია
ღმერთი ძლიერი და მაღალია
განრისხებული და გამწყრალია
უსამართლობას ხედავს თვალია
მას შევებრძოლოთ ჩვენი ვალია
დღეს სამშობლოსთვის ვისღა ცალია
ბნელით მოცული მომავალია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები