ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2016


სამშობლო ლაზათიანო

სამშობლო ლაზათიანო

ბევრი მგოსნისგან ნაქებო
სამშობლო ლაზათიანო
ღირსება არ შეგიბღალავს
ტურფავ და მაღალმთიანო
სვიანო,ქუდბედიანო
ქედს ნუ მოუხრი მტერსაო
სხვაზე პატარა რომა ხარ
ვინ შეგადარებს მწერსაო
ძალა გაკლია თუ ღონე
რომ დამორჩილდე სხვასაო
მონაპოვარი ეს შენი
რომ გაატანო წყალსაო
ჩემი ქვეყნიდან შორს ყოფნა
ვერ ავიტანე,ვნახეო
ჩემი სამშობლო,რომ მიყვარს
იცოდე ვინამც მძრახეო
გზას დაგებული ყოველი
მე ავირიდე მახეო
ნაცნობი ხმები მეძახდა
მიდი სამშობლო ნახეო
როს ვიხილე მე მისდამი
სიყვარული ავსახეო
სათნოების და მშვენების
თვალწინ დამიდგა სახეო
სვიანო,ლაზათიანო
დაუვიწყარო მხარეო
შენს მიწას შემომატარა
გზას მინათებდეს მთვარეო

****************

საქართველოს დაკნინება
ვისაც კი გადუწყვეტია
საქართველოს მეფეთ ჯოხი
ზედ თავზე გადუმტვრევია
ვერა გატეხეს ვერცა რამ
არცა ვის დაუჯაბნია
საქმენი ნაკეთნი მისნი
ქართველთა დაუმადლია
წინაპრის მეფეთა ძვლები
საფლავში გახარდებიან
როს თაობანი მომავლის
გამარჯვებაზე მიდიან
თუმცა ძნელია მისი თქმა
რომ გამარჯვება ჩვენია
მაგრამა მაინც ვიმარჯვებთ
რაგინდ შეგვყარონ სენია

********************

გულგატეხილო სამშობლო
დედააზრი ხარ ცხოვრების
ისევ მოგელის,ღირსი ხარ
შენ საუკუნო ცხონების
ათას ჭირსა და ვარამსა
დატეხილს შენსა თავზედა
აღუგავია სოფელი
მწუხარედ იყავ სხვაზედა
აქეთ ლეკები გესია
იქეთ ოსმალთა ჯარები
ისე ველურად მოგეჭრნენ
შემოგიმტვრიეს კარები
რამდენ ვარამსა გაუძელ
კიდევ ათასსაც აიტან
თუ გიღალატებს ქართველი
ამას კი ვერ გადაიტან
რამდენ ტკივილსა გაუძელ
რამდენ ჭირსა და ვაებას
ასე ჯერ არ მინახია
კაცი მახეში გაებას
ისევ გეზრდება შვილები
გმირები თავის ქვეყნისა
მტრის შემმუსრავი,ერთგული
გამკურნებელი სენისა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები