ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2016


სიზმარი

რა უცნაურად დაფერილი...
და შორეული სიზმარი დგას
თვალებში, ყველგან.
იქ, შორს ხიდია,
ნისლმოხვეული და მოთამაშე
და მიხმობს ვხედავ.
ფეხქვეშ ტორტმანობს მიწა და წყალი,
მუნჯმა დღეებმა
ჩაისახლა ვეება სევდა,
რა უცნაურად დაფერილა
დღეები... წლები,
ცაზე საწვიმარმოხვეული
ღრუბელი წვება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები