ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2016


დეპრესიული თაობის მანიფესტი

/"ვარ (თუ გინახავს) ღობეში
გაკვეხებული ძაღლივით"/
ლებანიძე

ახალგაზრდობა დაგვიმალეს, ჩემო ბიძია,
არაფერი სჩანს სანუგეშო და საარსებო.
როცა აისის ხმა მოგვესმის დედა-მიწიდან,
უნდა ვიტიროთ, ან და რამე უნდა დავწეროთ.
ჰო, ასე ვცხოვრობთ, დასამალი რა გვაქვს; მამლებსაც
ყელს ვჭრით - არ გვინდა, გაგვახსენონ უარყოფილნი.
(უკვე წესია, ჩვენ რომ არ ვართ უალკოჰოლოდ)
დროის მიხედვით რომ შევამჩნევთ ამ დაღამებას
ვწერთ ბოლო ხმაზე; მზა კორპუსებს, დიად სართულებს,
ოთახში ამ დროს მეტაფორის ორთქლი გვაციებს.
და ყველაფერი უფრო მეტად რომ არ გართულდეს,
გვაქვს ბლუზის რიტმის მოგონილი რელაქსაცია.
ახალგაზრდობა დაგვიმალეს. სტრესი და სპლინი
დავიძმაკაცეთ თვითმიზნებით
სულ სხვა სუფრაზე.
სხვებისთვის ძილი მოდის ძველი აქანდაზივით,
ჩვენ კი ანდერძი ვერაფრით ვერ გავასუფთავეთ.
ჩვენც გვიკრძალავენ. გვკლავენ. გვცემენ. ყბებს გვიკაწრავენ.
გარდავიცვალეთ, თუმც სიკვდილშიც არ გვაღიარეს.
ქუსლში გვესობა გატკებნილი გზებით წანწალი,
ძალა რომ შეგვრჩა - გვიხარია, იმას ვღრიალებთ
ამ მომაკვდავის გაბრძოლებით. ბნელ კორიდორში
ახალგაზრდობა დაგვიმალეს, ძია და მისტერ!
ზოგჯერ ეპოქის ავტობუსი შორი გზით მოდის,
ჩვენ კი ლოდინი მოგვბეზრდა და
გზას ფეხით მივსდევთ...
დრომ აღიარა, მოგვიტევეთ, ძველი და სუსტი,
წახდა ურემი, გზაში დარჩა მთელი სიმძიმე.

აქ ყველა ჩვენგანს ეჩვენება, რომ ვიღაც უსმენს,
ჰოდა დრო არი, ბიძიებო -
მართლა გვისმინეთ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები