 | ავტორი: იზკ ჟანრი: პროზა 29 მაისი, 2016 |
ორ საათზე ჩვენ ადგილას უნდა შევხვედროდით ერთმანეთს მე გითხარი რომ ბიბლიოთეკიდან წიგნებს გამოვიტანდი და ზუსტად ორზე ისევ ზემოდან გადმოვხედავდი თბილისს, როგორც პირველად ,მეორედ და ასე.. პირველის ნახევარზე შენ მითხარი , რომ არ მოხვიდოდი მე გითხარი ,რომ საერთოდ აღარ გნახავდი , თუმცა ახლა აქ ვზივარ , ჩემი წიგნებით, პერსონაჟის გარდაცვალების ამბავს ვკითხულობ, ვწერ , ვიხედები, მზეა.... და თბილისური პირქუში ხედის მიუხედავად, მაინც ლამაზია აქაურობა.. ყველაფერი ისეა , როგორც უწინ შარვალი არ გამშრალა, კატები შიშით მიქცევენ ზურგს, ადამიანებიც დროგამოშვებით აივლიან კიბეს, შემომხედავენ , დაისვენებენ და გზას აგრძელებენ.. შეიძლება კიდევ მომინდეს დაწერა შენზე, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს .. როცა ბოლოჯერ ვიყავით აქ, შევთანხმდით მეორე ამოსვლისას ინიციალები დაგვეტოვა და როცა ადამიანები ნახავდნენ ეგონებოდათ რომ დიდხანს და ბედნიერად ვცხოვრობდით, თუმცა იმაზე ხანმოკლე აღმოჩნდი , ვიდრე მეგონა, ან ვიდრე მინდოდა .. ის კოლოფი აღარ მაქვს -დღეს დილას გადავაგდე - იქნებ არ უნდა გადამეგდო , რადგან ვთქვი რომ შევინახავდი .. ისევ მზეა.. გამშრალ შარვალს პატრონი არ ჰყავს და ადამიანებიც სვენებ სვენებით გზას აგრძელებენ ქვემოდან ზემოთ -შემდეგ პირიქით... პ.ს "მზე ღრუბლებს მოეფარა და სევდიან ფიქრებში ჩაფლულნი მიგვატოვა , საჭმლის ნარჩენებს შორის"
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ადგილის აღწერაა )) დროის გასვლა ადგილის აღწერაა )) დროის გასვლა
3. შარვლის მომენტი ვერ გავიგე. რავიცი +3 შარვლის მომენტი ვერ გავიგე. რავიცი +3
2. მოყევი :3 <3 მოყევი :3 <3
1. ერთხელ იყო ასეთი ამბავი... (ის ერთი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა) ადრიანი გაზაფხული იყო,ციოდა კიდეც, გასაგიჟებლად სევდიანი იყო ყველაფერი .
ვერასოდეს დავივიწყებ იმ კადრებს. არც დავივიწყებ. ჩავრთავ ხოლმე და ვუყურებ..აი ვგიჟდები საკუთარ დამონტაჟებულ ფილმებზე !
იეე
ერთხელ იყო ასეთი ამბავი... (ის ერთი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა) ადრიანი გაზაფხული იყო,ციოდა კიდეც, გასაგიჟებლად სევდიანი იყო ყველაფერი .
ვერასოდეს დავივიწყებ იმ კადრებს. არც დავივიწყებ. ჩავრთავ ხოლმე და ვუყურებ..აი ვგიჟდები საკუთარ დამონტაჟებულ ფილმებზე !
იეე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|