ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2016


აფხაზეთი. (მოგონებები)

ფშინავს აგვისტო,
მზეჩამდგარი , ვაშლებლოყება
ტანდაკაწრული ბებერ ქარის კრიახ-ხველებით.
და ნაკადულის ავ სიზმრების მონაყოლიდან
მოვდივარ წერით გადაღლილი მშრალი ხელებით.

წვანან ჩრდილები
ტანაყრილნი დასავლეთისკენ
და ველურ ხვატში ცად ლივლივებს  გოჯი ღუბელი,
გონდაკარგული სიცხისაგან როცა მერმისი
გაუხედნავი ქურანივით არის უბელო.

სთვლემენ პალმები,
კრიალა ზღვის შენაპირებთან
და ღიმილივით მზის ლომები დასთამაშებენ,
შორეულ სერებს.  ასჯერ მოვლილს მონადირეთა.
და თვითვმფრინავის ნაკვალევი როგორც მაჩეტე

უჭირავს  სივრცეს.  და გოგმანით სასიმინდეში
გამოეპარა ციცქნა მწყერი დაღლილ მურიას.
აქ ღობის ძირას თებროლაანთ გიგოს გალეშილს,
ეძინა ხოლმე უქნარას და  სახემურიანს.

და სოფლის თავში
საფლავების მაღალ მუხებთან,
(სადაც პაპები თავს იყრიან დროგამოშვებით)
გადაყვლეფილი ხელებით და სუსტი მუხლებით
ბავშვები უცხოს არასოდეს ვათამაშებდით.

და საღამო ჟამს
ზეცის თვალი როგორც ციკლოპის
იხუჭებოდა , ბულბულების სტვენა-გალობით.
გაღმა სოფლიდან
სტუმრად მოსულ ქალზე ვფიქრობდი,
მის მზისფერ თმების შერხევასაც როგორ ვყვარობდი.

როგორ ვნატრობდი
ვარსკლავების ციდან ვარდნასაც
რომ ამხდენოდა
მისი  კოცნის ცელქი სურვილი,
და თბილ ფიქრებში
კალთებიდან მაცხოვარივით
ჩამოდიოდა განთიადი ნისლშებურვილი.

და ვისთვის როგორ .
(მოგონებით რამ გამაბრუა? )
ვისთვის პოეტი,  ვისთვის ლოთი,  ვისთვის სულელი,
მაგრამ დილისპირს ბნელ ოთახში როცა ბაბუას
ტანს ესხა ახლად ნაწვიმარი მიწის სურნელი,

რა დამავიწყებს.  ზეცა ქარებს გაუხვეტიათ ,
და ჭარდრის ტოტოებს სუროსავით სხვივი მოებათ.
და ის დღეები აფხაზეთში უფრო მეტია
ვიდრე ჯერ კიდევ ვერჩავლილი მთელი ცხოვრება.

სხვა არაფერი.  აგვისტოა.  ხვატია სოფლად…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები