ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქარდა ქარდუხი
ჟანრი: თარგმანი
11 იანვარი, 2009


ემილი დიკინსონი

ვიცი, არსებობს სადღაც სხვა ზეცა,
ყოველთვის სუფთა და მშვენიერი,
იქ სხვანაირი შუქი აქვს მზესაც,
თუმცა სიბნელის გასდევს იერი;

ოსტინ, დამჭკნარი ტყენი კი არა,
ველნი კი არა, მუდამ რომ დუმან-
იქ პაწაწინა ტყე არის ერთი,
რომლის ფოთლებიც მწვანეა მუდამ:

იქ არის ერთი ბრწყინვალე ბაღიც,
რომ ვერ დაამჩნევს ყინვა იარებს.
მის მარადიულ უჭკნობ  ყვავილებს
მესმის ფუტკარი ვით დაბზრიალებს:

გემუდარები, ჩემო ძამიკო,
მოდი, ჩემს ბაღშიც  შემოიარე!

There is another sky,
Ever serene and fair,
And there is another sunshine,
Though it be darkness there;

Never mind faded forests, Austin,
Never mind silent fields -
Here is a little forest,
Whose leaf is ever green;

Here is a brighter garden,
Where not a frost has been;
In its unfading flowers
I hear the bright bee hum:

Prithee, my brother,
Into my garden come!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები