ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2016


გამარჯვებითა მტერზედა

მტერი ვერაფერს
ვერ შეცვლის ვერა
ჩვენთან კვლავ ისმის
ეს გულის ძგერა
მტერმა არ იცის
ძალა რაშია
მაღლა ჰაერში
შეჰკრა ტაშია
ისე ვარდისფრად
ვერ კრთის ღაწვები
ბნელ სამარეში
როცა ჩაწვები
ისევ ფართოა
ჩვენი საზღვრები
აღარ სველდება
ცრემლით ღაწვები
ისევ დიდია
ჩვენი სახელი
ოსი ბანს აძლევს
მღერის კახელი
მტარვალო ჩვენგან
გვითხარ რას ელი
უკან არ იხევს
დრკება ქრთველი
ეს დაიხსომე
მარად და მარად
ეს სიხარული
გექცევა ზარად
შენ თუ გგონია
ჩვენზე დიდი ხარ
ჩვენგან ძლეული
ისევ მიდიხარ

**************
გამარჯვებითა მტერზედა
კვლავ ერთიც გული ვიჯეროთ
ოდეს მოვსულვართ დიდებით
კვლავ გამარჯვების ვიმღეროთ
მტრის რისხვამ ვერ შეგვაშინოს
ხმალი ავლესოთ მტერზედა
წინ წავიმძღვაროთ ბრძოლაში
შემოგვრტყომოდეს წელზედა
ბრძოლაში ხმალი ვიშიშვლოთ
და მტერსა დავცეთ თავზარი
მფარველად გვევლინებოდეს
გორგასარი და თამარი
მამულის დასაცავადა
ვირაზმებოდეთ ჯარებად
მტერს ჩვენი შეუპოვრობა
გადაქცეოდეს ზარებად
შეურყევლად და უშიშრად
დავდგეთ მტკიცედ და მხნეობით
ასჯერ მტერსაცა ვაჯობებთ
გვარიშვილობით,ზნეობით
ერთმანეთისა სიკეთით
ნეტარებითა ავივსოთ
ერთმანეთისა ვარამი
გავიზიაროთ,გავიყოთ
მტერს შევერკინოთ,ვეკვეთოთ
და გამარჯვებით ვიხაროთ
ჩვენ ავაშენოთ ქვეყანა
ვიდღეგრძელოთ და ვიმრავლოთ

************************

წინაპართა ძველ დროსა
ბევრი იყო თარეში
თურქ-სელჩუკთა,ოსმალთა
ამ მშვენიერ მხარეში
შემოიჭრნენ მხეცურად
ბევრი სისხლი დაღვარეს
პირისაგან მიწისა
საქართველო აღგავეს
მოგვესივნენ ქურდულად
ქალაქნიაც გაძარცვეს
რაზეც ხელი მიუწვდათ
გადაბუგეს,გადაწვეს
ბევრი ჭირი გვარგუნეს
ბევრიც მოგვჭრეს თავები
დღესაც სისხლში მდინარის
მიცურავენ ნავები
სისასტიკემ მოიცვათ
ასი მოკლეს ღამეში
ნუთუ ჩვენვე ვიყავით
დამნაშავე რამეში
მტრები ჰყვანდა ურიცხვი
საქართველოს უწინა
წინაპართაც მათ სისხლი
ნიაღვარად უდინა
საქართველომ ძველ დროსა
მძიმე ჟამი გალია
ვუპატრონოთ,დავიცვათ
ახლა ჩვენი ვალია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები