| ავტორი: რენუარი ჟანრი: საბავშვო 25 ივნისი, 2018 |
სახელის ზღაპარი (სელმა ლანგერლოფის "გულწითელას" მიხედვით)
კალთაში თავი ჩამიდე, ყური დამიგდე, ამგვარი - შენ ჯერ არ გაგიგონია სახელის შექმნის ამბავი.
მაშ, მოუსმინე მეზღაპრის ნაფიქრს და შენთვის გამხელილს - იცოდე, ის არც არსებობს, რასაც არ ჰქვია სახელი.
დრო იყო, როცა ამ ქვეყნად არც მზე იყო და არც მთვარე, რამდენი წელი გავიდა, ვთვალე და ვეღარ დავთვალე, როგორც წვეთები ზღვაში და როგორც ვარსკვლავი ზეცაზე „უთვალავიო“ ასეთ დროს, ამბობენ ქართულ ენაზე.
მაშ, უთვალავი წლის წინათ, კაციშვილი რომ არ იყო. როცა ბნელი და ნათელი სულ ის-ის იყო გაიყო, ყველასგან გადამალული (თუმცა ვინ იყო მნახველი) იყო სიტყვები...სიტყვები... მხოლოდ სახელი... სახელი...
1. დრო დადგა შექმნის, სრულყოფის, და დრო სახელთა ბოძების. მოვიდა დიდი ნათლია მფარველი ანგელოზებით. შექმნა წყალი და ხმელეთი, ამერი და იმიერი, სულიერიც და უსულოც, მახინჯიც და მშვენიერიც.
პირველად მცენარეები შექმნა. დაარქვა სახელი: მუხა, ძელქვა და ასკილი, ნაძვი, კუნელი, ურთხელი. და შემდეგ: ვარდი, გვირილა, ყაყაჩო, ია, ნარგიზი, ყველა სად ჩამოგითვალო, ყველას სახელი არც ვიცი.
მერე ცხოველთა სამყარო: ლომი, არწივი, ჟირაფი, აქ რომ სუყველა დავწერო, კი მოვუნდები დილამდის...
ჰქონდა შემოქმედს ფუნჯი და მოხატა. ყველას თავისი ფერი და მოხაზულობა უბოძა შესაბამისი.
ბოლოსკენ საღებავები, მხიარული და უხვი: მწვანე, წითელი, ყვითელი - გათავდა! დარჩა რუხი...
მხოლოდ მაშინღა მოფრინდა სავსე თმენით და რიდით, ბოლოში მდგარი პატარა, მოკრძალებული ჩიტი.
ფუნჯი ჩააწო რუხში და სთქვა შემოქმედმა: ყველამ დაიმახსოვროს, ამ რუხ ჩიტს - ერქმევა გულწითელა!
-რადგან აღარ მაქვს წითელი, რომ გულისპირზე გასხურო, დრო მოვა, და ეს სახელი შენ უნდა დაიმსახურო.
2. კიდევ მრავალი გავიდა წელი, უცვლელი ფერებით, ისევ და ისევ რუხები ჩნდებოდნენ გულწითელები.
„სახელის დამსახურება“- ამ გმირობისთვის მზაობა, თან სდევდა გულწითელების ყოველ მომდევნო თაობას.
მაგრამ არა და, არა და, არ დადგა დრო და საშველი, ვერავინ დაიმსახურა ღვთისგან აღთქმული სახელი.
და თითქოს უკვე მოჰგავდა მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდას, მაინც სუყველა ჩიტდედა წითელ გულისპირს ეძებდა - პატარა ბარტყის ბუმბულზე ტოვებდა ბოლო იმედს და წინაპრის დანაბარები თბილ ქვეყნებშიაც მისდევდა: დააფრთიანეთ ბარტყები, დე, გადაფრინდნენ ბუდიდან, ოღონდ ასწავლეთ, სახელი რომ სუყველაფერს უდრის და, სახელის დამსახურებას რომ არ დააკლონ მცდელობა, რომ მათგან ასეთ საქციელს მოითხოვს გულწითელობა.
არა და არა! ვერავინ დაიმსახურა ნანატრი, თუმცა ცდილობდა დედ-მამა და მამა-პაპა ამათი.
3. ახლა კი ყური დამიგდეთ, პატარამ, დიდმა, ყველამ, მეჩხერ გორაზე, ერთ ბუჩქში, ცხოვრობდა გულწითელა. ჰყავდა პატარა ბარტყები, კვლავ რუხი იყო ყველა.
ერთ დილით, ხედავს ჩიტუნა - იარაღასხმულ ბადრაგს სამი ტუსაღი მოჰყავს და უახლოვდება ჯაგნარს. სისხლი თქრიალით ჩამოსდის სახეზე ერთ-ერთ მათგანს, რადგანაც თავზე - გრეხილი ეკლის გვირგვინი ადგას.
ერთი ეკალი, საზარი, წამახული და გრძელი, შიგ საფეთქელში ერჭობა, ყველაზე უფრო მჭრელი. მხარზე გაუდევს მორჩილად უზარმაზარი ძელი.
გული მოუკვდა დედაჩიტს, დაუხანებლად წამის, ბუჩქიდან წამოფრენილი ძელზე ჩამოჯდა ამის.
და დრო როგორც კი იხელთა, ფრთხილად, ნისკარტის გაკვრით, ამოაცალა საბრალოს შუბლიდან ერთი ჭანგი.
შეუმსუბუქა ტკივილი, რაც შესძლო, თავის წილი, და სისხლმა წითლად შეღება ჩიტუნას გულის პირი.
და როცა უკან დაბრუნდა თავის ბარტყებთან დედა, ყველა პატარას წითელი გულისპირი აქვს - ხედავს.
და ამის შემდეგ, ვინაც კი - თვალს გულწითელად ახელს, გულმოწყალებით ამართლებს დიდი ხნის ნანატრ სახელს.
შენ რაღა გქვია, პატარავ? ვისი სახელი გერგო? გფარავდეს მისი მადლი და ქვეყნად სიკეთით გევლოს.
2017. იანვარი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. კალთაში თავი ჩამიდე, ყური დამიგდე, ამგვარი - შენ ჯერ არ გაგიგონია სახელის შექმნის ამბავი.
მაშ, მოუსმინე მეზღაპრის ნაფიქრს და შენთვის გამხელილს - იცოდე, ის არც არსებობს, რასაც არ ჰქვია სახელი.
დრო იყო, როცა ამ ქვეყნად არც მზე იყო და არც მთვარე, რამდენი წელი გავიდა, ვთვალე და ვეღარ დავთვალე, როგორც წვეთები ზღვაში და როგორც ვარსკვლავი ზეცაზე „უთვალავიო“ ასეთ დროს, ამბობენ ქართულ ენაზე.
მაშ, უთვალავი წლის წინათ, კაციშვილი რომ არ იყო. როცა ბნელი და ნათელი სულ ის-ის იყო გაიყო, ყველასგან გადამალული (თუმცა ვინ იყო მნახველი) იყო სიტყვები...სიტყვები... მხოლოდ სახელი... სახელი...
ეს ოთხი სტროფი მართლათ საოცარი ზღაპარია... ამ ოთხიდან ბოლო სტროფის მელოდიურობამ ლამის მეც ამამღერა, ულამაზესია იყო სიტყვები სიტყვები... მხოლოდ სახელი....სახელი... :) მადლობა ავტორო
+5 დამსსხურებული კალთაში თავი ჩამიდე, ყური დამიგდე, ამგვარი - შენ ჯერ არ გაგიგონია სახელის შექმნის ამბავი.
მაშ, მოუსმინე მეზღაპრის ნაფიქრს და შენთვის გამხელილს - იცოდე, ის არც არსებობს, რასაც არ ჰქვია სახელი.
დრო იყო, როცა ამ ქვეყნად არც მზე იყო და არც მთვარე, რამდენი წელი გავიდა, ვთვალე და ვეღარ დავთვალე, როგორც წვეთები ზღვაში და როგორც ვარსკვლავი ზეცაზე „უთვალავიო“ ასეთ დროს, ამბობენ ქართულ ენაზე.
მაშ, უთვალავი წლის წინათ, კაციშვილი რომ არ იყო. როცა ბნელი და ნათელი სულ ის-ის იყო გაიყო, ყველასგან გადამალული (თუმცა ვინ იყო მნახველი) იყო სიტყვები...სიტყვები... მხოლოდ სახელი... სახელი...
ეს ოთხი სტროფი მართლათ საოცარი ზღაპარია... ამ ოთხიდან ბოლო სტროფის მელოდიურობამ ლამის მეც ამამღერა, ულამაზესია იყო სიტყვები სიტყვები... მხოლოდ სახელი....სახელი... :) მადლობა ავტორო
+5 დამსსხურებული
11. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რენუარს ვინმე თუ სიტყვამრავალი ლექსების გამო უსაყვედურებდა და, ამავდროულად, რელიგიურ ინსინუაციებსაც დააბრალებდა, )) არც ერთი ახასიათებს საზოგადოდ და არც - მეორე) ეს ლექსი-ზღაპარი მთელი სამყარო იქნება ყმაწვილისთვის და წარმოსახვასაც განუვითარებს. ფორმა და რიტმი -შესანიშნავი; Фабула умиляет,... трогательно, очень. თან, მითოსურ სტილს უფროა მიახლოებული, ვიდრე რელიგიურ "ჟანრს". "შემოქმედის", "დემიურგის" მოხსენიება არამცდარამც არ ნიშნავს რელიგიურ პათოსს. "ანგელოზების" კონოტაცია კი იმდენნაირია ქრისტიანულ ენებში, რომ ბავშვსაც, პატიოსან კაცსაც და მომტმენ ადამიანსაც კი ანგელოზს ვეძახით)) აუცილებლად წავუკითხავ ჩემს შვილიშვილს (თუ მოვესწარი:)) მოზრდილ ასაკში და ვეცდები მიმოფანტული სიღრმეებიც განვუმარტო, რამდენადაც კი შევძლებ) 55555!!!!1 ვერაფრით წარმოვიდგენდი, რენუარს ვინმე თუ სიტყვამრავალი ლექსების გამო უსაყვედურებდა და, ამავდროულად, რელიგიურ ინსინუაციებსაც დააბრალებდა, )) არც ერთი ახასიათებს საზოგადოდ და არც - მეორე) ეს ლექსი-ზღაპარი მთელი სამყარო იქნება ყმაწვილისთვის და წარმოსახვასაც განუვითარებს. ფორმა და რიტმი -შესანიშნავი; Фабула умиляет,... трогательно, очень. თან, მითოსურ სტილს უფროა მიახლოებული, ვიდრე რელიგიურ "ჟანრს". "შემოქმედის", "დემიურგის" მოხსენიება არამცდარამც არ ნიშნავს რელიგიურ პათოსს. "ანგელოზების" კონოტაცია კი იმდენნაირია ქრისტიანულ ენებში, რომ ბავშვსაც, პატიოსან კაცსაც და მომტმენ ადამიანსაც კი ანგელოზს ვეძახით)) აუცილებლად წავუკითხავ ჩემს შვილიშვილს (თუ მოვესწარი:)) მოზრდილ ასაკში და ვეცდები მიმოფანტული სიღრმეებიც განვუმარტო, რამდენადაც კი შევძლებ) 55555!!!!1
10. კიდევ კარგი რატომ ქალბატონო ნინო? აუცილებლად მეც და სელმასაც ( და მითუმეტესჟიურისაც ) ერთი გემოვნება უნდა გვქონდეს? :)
მე ამას მილიონჯერ მირჩევნია აი ეს ლექსი:
მწერ, აცივდაო, თურმე ქარიც დაქრის ვერაგი. აქ, კარადაში შენს ეულად დარჩენილ კაბას, გავიხადე და – მოვახურე ჩემი პერანგი
დარწმუნებული ვარ ნობელის ჟიურისაც მოეწონებოდა :) ქართველებს არ გვაქვს ამხელა ცნობადობა საზღვარგარეთ, თორემ.... კიდევ კარგი რატომ ქალბატონო ნინო? აუცილებლად მეც და სელმასაც ( და მითუმეტესჟიურისაც ) ერთი გემოვნება უნდა გვქონდეს? :)
მე ამას მილიონჯერ მირჩევნია აი ეს ლექსი:
მწერ, აცივდაო, თურმე ქარიც დაქრის ვერაგი. აქ, კარადაში შენს ეულად დარჩენილ კაბას, გავიხადე და – მოვახურე ჩემი პერანგი
დარწმუნებული ვარ ნობელის ჟიურისაც მოეწონებოდა :) ქართველებს არ გვაქვს ამხელა ცნობადობა საზღვარგარეთ, თორემ....
9. :) ნიკ, ამ საბავშვო "რელიგიურ" მოთხრობებში, სელმა ლანგერლოფს ნობელი აქვს აღებული :) კიდევ კარგი ნობელის კომიტეტში შენ არ იყავი:) მოგიკითხე:* :) ნიკ, ამ საბავშვო "რელიგიურ" მოთხრობებში, სელმა ლანგერლოფს ნობელი აქვს აღებული :) კიდევ კარგი ნობელის კომიტეტში შენ არ იყავი:) მოგიკითხე:*
8. როგორც კი რელიგიური თემა ჩაერთო, ვთვლი, რომ აღარაა საბავშვო 4-ს დავწერ ამის გამო როგორც კი რელიგიური თემა ჩაერთო, ვთვლი, რომ აღარაა საბავშვო 4-ს დავწერ ამის გამო
7. მშვენიერია. მშვენიერია.
6. მადლობა ყველა მკითხველს.
მისანი, თქვენ ხართ ისტორიული მოვლენა ჩემთვის:) რამეთუ, პირველად მითხრეს რომ რაღაც ვრცლად დავწერე. სულ სიმოკლის გამო ვიღებდი საყვედურებს:))) ეს ისე, ცხადია ხუმრობით. საბავშვო ჟანრშიც არსებობს დაყოფა, ეს ზღაპარი ალბათ საყმაწვილო უფროა. თან ზღაპარია და მოკლე ვერ იქნება:) კი ვერ შეედრება მაგრამ...ჩემს დროს, პუშკინის ლექს -ზღაპრებსაც ვკითხულობდით და მურმან ლებანიძისასაც:) ან დედა გვიკითხვდა ჩვენ , ან ჩვენ ვუკითხავდით შვილებს:) მადლობა ყველა მკითხველს.
მისანი, თქვენ ხართ ისტორიული მოვლენა ჩემთვის:) რამეთუ, პირველად მითხრეს რომ რაღაც ვრცლად დავწერე. სულ სიმოკლის გამო ვიღებდი საყვედურებს:))) ეს ისე, ცხადია ხუმრობით. საბავშვო ჟანრშიც არსებობს დაყოფა, ეს ზღაპარი ალბათ საყმაწვილო უფროა. თან ზღაპარია და მოკლე ვერ იქნება:) კი ვერ შეედრება მაგრამ...ჩემს დროს, პუშკინის ლექს -ზღაპრებსაც ვკითხულობდით და მურმან ლებანიძისასაც:) ან დედა გვიკითხვდა ჩვენ , ან ჩვენ ვუკითხავდით შვილებს:)
5. გაუჭირდებათ წაკითხვა პატარებს დიდია ნამეტნავად) გაუჭირდებათ წაკითხვა პატარებს დიდია ნამეტნავად)
4. მომეწონა საჩვენოაა. მომეწონა საჩვენოაა.
3. მომეწონა, საჩემო უფროა, ძალიან მესიამოვნა. მომეწონა, საჩემო უფროა, ძალიან მესიამოვნა.
1. მეც პატარა ბავშვივით ვკითხულობდი, თვალებგაფაციცებული. :) დალოცვითაც რომ მთავრდება! ძალიან კარგი იყო! 5 მეც პატარა ბავშვივით ვკითხულობდი, თვალებგაფაციცებული. :) დალოცვითაც რომ მთავრდება! ძალიან კარგი იყო! 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|