ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
5 ივნისი, 2016


ფიოდორ ტუტჩევი - * * *

მთვარეა ცაზე - თუმც საღამისო
ჩრდილის კონტური ჯერ არ დაძრულა,
მეფობს სრულიად საარავისოდ,
ვერც ხვდება რომ დღე შთანთქა წარსულმა, -

თუმც ნელა-ნელა - ზანტად მორიდე
მეორე სხივი პირველს სცემს ნუგეშს.
ცა - სუფრასავით ფარავს ოთხ კიდეს
და მოზეიმე ღამე ზედ სუფევს.

სულ მცირე ხანიც არ გავა, თუმცა
და განქარვდება თავის წილ ღამეც,
კვლავ დიდებულად გამოვა სულ სხვა
დღის ბრწყინვალება და სიელვარე.


Фёдор Тютчев

На небе месяц - и ночная
Еще не тронулася тень,
Царит себе, не сознавая,
Что вот уж встрепенулся день, -

Что хоть лениво и несмело
Луч возникает за лучом.
А небо так еще всецело
Ночным сияет торжеством.

Но не пройдет двух-трех мгновений,
Ночь испарится над землей,
И в полном блеске проявлений
Вдруг нас охватит мир дневной...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები