ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2016


ღამდება

რამდენი რამე მინდა გიამბო დაღამებამდე,
შენ კარგად იცი, ბედისწერის როგორ არ მჯერა,
ყოველ სიტყვაზე ადევნებულ შიშველ სტროფამდე
ყოველ წასვლამდე შეპარული თითო დარჩენა...
რამდენი ფერი დამიგროვდა დაღამებამდე,
და უმწეობით ეს დღეებიც ვერ დამითვლია,
საით მივქრივარ უბილეთო მატარებლებით
აქ უშენობას არყოფნებად თუ ჩამითვლიან...
ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებს როგორ დააკლდი,
შენს აივანთან ჩემი გრძნობაც უფრო მძაფრდება,
მონატრებული შევცქერივარ ბინდისფერ თვალებს,
და ვეღარაფერს ვეღარ ვამბობ, რადგან ღამდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები