ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2016


მაკულატურა

ეს ერთიც უნდა მაპატიო,
იქნებ როგორმე მომირჩეს..
შიში კი არა, აპათია;
ნიჭი კი არა - მონიჭო.
ალბათ შენც გახსოვს, მეგობარო
მთვრალი ღამეების მარშები.
ან როგორ ვცდებოდით, გვეგონა, რომ
დიდის მშობლები ვართ ბავშვები.
როგორ გვიხაროდა, გალაქტიკას
როცა არ ვუნდოდით ძილისთვის.
ალბათ სჯობს წავიდეს ქალაქიდან
ვერაფრისმნახველი ტურისტი.

სენით თავმომწონე წელიწადებს
დროა, ახლა თვითონ ვატყუო.
ვატყობ, რამდენიმე ლექსი დავრჩი,
ფურცლის თვითმფრინავი;
მაკულატურა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები