ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2016


სიკვდილის შიში

ცოტა ხნის შემდეგ სისხლი გაშრება,
და ჩამოწვება სიბნელე სრული,
როგორც ჩვენ გვინდა ისე არ ხდება,
ამიტომ ტირის საბრალო გული.

ცოტახნის შემდეგ, სისხლი გაშრება,
მიწა ჩაყლაპავს ამ გულს დარდიანს,
ჩემი ოცნება სადღაც გაქრება,
მე დღეს სიკვდილი არ მინატრია!

არ მინატრია,რომ ვიქცე მიწად,
მხოლოდ ზეცაში მსურდა აფრენა,
თქვენს გონებაში თუ ვიქეც ფიქრად,
ჩემი ოცნება ასე ახდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები