ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2016


დავიბადე მე იმისთვის

დავიბადე მე იმისთვის
ვასახელო საქართველო
მტკიცე დგომით,მარჯვე შრომით
გავიტანოთ უნდა ლელო
საქართველოს მთის ფერდობზე
რეკდეს გამარჯვების ზარი
ერთ დღესაც გაგვითენდება
ლამაზი,მზიანი დარი
ვარდს კოკორი გაიფურჩქნებს
მინდვრად ია გაიშლება
საქართველო აყვავდება
სიკეთე არ მოიშლება

******************

ომში,ქვეყნისთვის მებრძოლი,
ქართველი როცა კვდებოდა
ძალიან მძიმედ დაჭრილსა
კარზე სიკვდილი ხვდებოდა
მტრებისა გასახარებლად
არ ეცდებოდა ის მოთქმას
საქართველოსთვის!ცდილობდა
ამა სიტყვისა წარმოთქმას
ისე კრთოდა მის თვალებში
მტერი შიშს ვერ კითხულობდა
ვერ ამბობდა თუმცა გულში
სამშობლოს მზეს ფიცულობდა
სიტყვა ლამაზი ყველაზე
მისთვის იყო საქართველო
სადაც რწმენით იზრდებოდნენ
ვაჟკაცები სასახელო
იქ სადაც მომავლისაკენ
გზას იკვლევდნენ წარმატებით
ბევრ შვილს ჩუქნიდნენ სამშობლოს
გამრავლებით და მატებით

**********************

ერთი ვაჟკაცი რომელიც
თავის მიწა-წყალს იცავდა
სამშობლოსთვის გულანთებულ
ნამდვილ ქართველსა ის გავდა
მტერსა ეკვეთა ამაყად
თავდადებითა გმირული
მუხანათურად ისრითა
დაეცა გულგანგმირული
ვაჟკაცობით,სიძლიერით
ომში ის იყო რჩეული
ბავშვობდანვე ტოლებში
გონებით გამორჩეული
ვინც ქვეყნის სამსახურისთვის
ამქვეყნად იყო მოსული
იმის სიკვდილით შეიქმნენ
ყველანი სევდით მოცული
ასე საქვეყნო გლოვითა
თავის მიწაზე ესვენა
სამშობლოს გასაბრყინებლად
მზე ჩამოვიდა მეჩვენა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები