ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2016


იზკ'ს

შენნაირი გოგოები ყველასთვის სასურველნი არიან.
შენნაირ გოგოებს პოეტები ეძღვნებიან და არა ლექსები.
შენნაირ გოგოებთან ერთად ღამღამობით დადიან.
შენნაირი გოგოები ღამეს ნათელს ხდიან.
შენნაირი გოგოები ცოლად არავის მიყვებია
იმიტომ რომ ბეჭდები და ჩარჩოები არ იზიდავთ.
შენნაირ გოგოებთან თავს ღალატობენ,
ცოლსაც ღალატობენ,
ღმერთსაც და
ოჯახსაც.
შენნაირი გოგოები ლექსებს არ იზეპირებენ,
არ იცმევენ ზედმეტს,
არ ყიდულობენ მინერალურ წყალს,
არ დადიან მარტო,
აგდებენ წყალში წყლიდან ამოღებულს
და ლექსებად წერენ წყლის მონაყოლ სიზმრებს.
შენნაირ გოგოებს უყვართ, მაგრამ არა ისინი ვინც უნდა უყვარდეთ.
შენნაირი გოგოები წიგნებთან ცხოვრობენ მაგრამ არ იკეტებიან მათში.
შენნაირ გოგოებს ჭკვიანი თვალები აქვთ.
შენნაირი გოგოები თავს მახეში განგებ ყოფენ.
შენნაირ გოგოებს არ მოსწონთ ჩემმნაირი ბიჭები
რომლებიც არსებობენ.

*
ჩენმნაირი ბიჭები ქალებს არ იზიდავენ,
ჩემნნაირი ბიჭები მათ მახეში აბამენ.
ჩემნაირ ბიჭებს ადამიანების სიყვარული უყვარს და არა ადამიანები.
ჩემნაირი ბიჭები ხშირად სვამენ,
ჩემნაირ ბიჭებს უყვართ მარტო დალევვა,
ისინი ხშირად არიან მარტო,
ჩემნაირი ბიჭები ძალიან ხშირად წერენ,
ფურცლებზე იშვიათად.
ჩემნაირი ბიჭები აზარტული მოთამაშეები არიან
ჩემნაირი ბიჭები ცხოვრებას აგენებ,
ფულს არასოდეს.
ჩემნაირი ბიჭები სხვებს ათბობენ თავად კი გაყინულები რჩებიან.
ჩემმნაირ ბიჭებს შენნაირი გოგოები უყვარდებათ.
ჩემნაირ ბიჭებს პოეზია უყვართ,
მარტოობა უყვართ
უყვართ
ოთახი.
ჩემნაირი ბიჭებიც არსებობენ
არსებობენ!
მაგრამ ცოტა ხნით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები