ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2016


საქართველო ხომ ერთია

საქართველო ხომ ერთია
ერთია ამ ქვეყანაზე
როგორ არ არგებ მამულსა
ხელს არ აღმართავ მტარვალზე
რად დაივიწყებ სამშობლოს
შენთვის მომცემსა მზისასა
თავს არ დაუდებ დიდებით
გამწარებულსა დღისასა

***************
რითაც ასე ვამაყობ
ეს დროშა და გერბია
საქართველო კი ჩემი
სიამაყე,კერპია
მას უნდა შევალიოთ
მთელი ეს ენერგია
ეს ხომ მისთვის დარგული
ჩვენი ერთი ნერგია

***************

რაც ქცეულა ნანგრევებად
ძველი ახლით შეიმოსა
საქართველო გაბრწყინდება
ყველამ ცნას და შეიტყოსა
კაცნი საქმით,იმედითა
მომავლისკენ იყურვიდეს
ხანა იყოს შენებისა
შრომის ოფლსა იწურვიდეს
საქმე ქმნილი უგულობით
დაეცემის და წახდების
გულმოდგინეთ,გულისყურით
საქმეს იზამს წინ დახვდების
ერთმანეთის მტრობითაო
საქმე აღარ გადაწყდების
ყველა მისი თავითაო
რაცა კაცსა გადახდების
ყველაკაი აღმდგარიყოს
ოდეს რაცა აღგვილიყოს
გული აღარ მწუხარებით
სიყვარულით აღვსილიყოს
რაც წამხდარა ძველთა დროთა
განახლდების,აყვავდების
ძველ დიდებას დაიბრუნებს
აღდგინდების,რაც არ კვდების

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები