ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 ივნისი, 2016


გამიგებთ? - გამიგებთ!.. :D

აქ ჩამწყდარ ხიდებს, ჩამეწყრილ გზებს, ბორანს და შიბებს
ვინღა იჩივლებს. მისახედად ისევ მე მრჩება.
და ატლასივით დედამიწას ზურგით ვიმშვიდებთ,
სანამ ახალი ჰეროიკა შეგვებეჭება.
ფიქტიურ ტირილს, ნიანგის ცრემლს, თბილისს და წვიმას,
უინტერესო გაბრძოლებას, წერას - მედიუმს.
სანამ ჯგუფურად ღერი-ღერზე დავწვრილმანდებით,
თავს გავიმხნევებთ - ამინდები საპოეტეა!..
გვქონდეს დრეობა პოეტებსაც! ჯანდაბას ყველა
ჩასუნთქვა, ლანდი, გამთენია, მეტაფორული.
სოციოპატი შიზოფრენიკ ძაღლებზე ყვება,
და წვიმა დგება - დედამიწის დიქოტომია.
ამოვაყოლეთამოსუნთქვას სულ ყველა ტროპი,
ამ წმინდა ბაძვით შესრულებულ ბაყაყის ნახატს
ნუ მისცემთ პოეტს, გამიგონეთ, ნუ აძლევთ, თორემ
ქარმა თაროდან დეკადანსი გადმომიყარა..
ან როდის უნდა გადმოადგეს საშველის ჩრდილი,
მთვარის რევერანსს, სონატას თუ სხვა დიდაქტიკურ
მოტივს. ოდნავი ყურადღებაც გამოვიჩინოთ,
ან და საერთოდ დედამიწის კულისში ვიყოთ.
არა მგონია, ელისეის ასეთ ანფასებს
ვინმე მიიღებს, კედელზედაც არ დაიკიდებს.
მორიგი ხველის გაზაფხულიც გადავაფასეთ,
ხომ, იშვიათად ხვდება ევა ადამიანებს.
ხომ, იშვიათად მისტერ კოსტას ვენახს და ბოსტანს
და საორჭოფოდ გადარჩენილ კარადის ხოჭოს
სივრცის სიმცირით ყოფნას დროის ლაშქრით მოვტაცებთ.
ჩემი წვიმაა,
გთხოვთ არავინ არ გამიკოჭოთ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები