ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2016


ისმოდეს ხმა საქართველოს

ისმოდეს ხმა საქართველოს
მტკიცე და ომახიანი
ჩვენი სათქმელი ვაუწყოთ
მტერს,რომ არ იყოს გვიანი
ომახიანად შევძახოთ
ხმა კვლავ გაისმას მქუხარე
ხმა ერთობით ავიმაღლოთ
რომ აღარ ვიყოთ მდუმარე
რომ გამარჯვების სურვილმა
ყოველში თავი იჩინა
მტერსა ვეკვეთოთ,იცოდეს
თავს დავატეხოთ ყიჟინა
რომ მომავალნი ქვეყნისა
გამარჯვებასა იტყოდეს
რომ ერთიანი ერი ვართ
ყველამ გაიგოს,იცოდეს
რომ გიზგიზებდეს მუდამა
ცეცხლი ელვარე გულებში
კვლავ ენთოს შარავანდედად
სიმშვიდე ვპოვოთ სულებში
ხმა სიმართლის და მშვიდობის
კიდით-კიდემდე წვდებოდეს
ქვეყნად ერთი,რომ კვდებოდეს
ათასი იბადებოდეს
ხმა ავიმაღლოთ ქართველნო
გვეყო რამდენიც ვითმინეთ
თავისუფლება გვეძახის
ხმა აიმაღლეთ,ისმინეთ
ესმოდეს მტერს და მოყვარეს
მტკიცედ შეკრული ერი ვართ
მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს
თავისუფლებას ვმღერივართ

**************
სული სპეტაკი,ურყევი
პრინციპია საქართველოს
დაჭრილი,ნაიარევი
გული უნდა გაამთელოს
არ შეშინდეს,არ დაეცეს
არ იაროს დაჩოქილმა
კიდევ უფრო გაძლიერდეს
განისწავლოს დამოძღვრილმა
გადალახოს შემტევთ ხაზი
წინ იაროს,არა უკან
უდრეკი და უშიშარი
აღმართული დროშით მუდამ

************
როდესაც საქართველოს
ტყვიამფრქვევებს ესროდნენ
საქართველოს შვილები
ტყვიას ზურგით ხვდებოდნენ
და დაეცნენ გმირულად
შეფიცულნი ქვეყნისთვის
მათი ღირსებისათვის
და სამშობლოს გულისთვის
თავიანთი ნაბიჯით
და თვისების გულისთვის
ზეციური სამყარო
მოიპოვეს სულისთვის

************
ყველამ მივცეთ ხელი-ხელს
გამარჯვება ვიწყოთ დღეს
წინ აღვუდგეთ განსაცდელს
სიკვდილი სჯობს ასეთ ბედს
მოვუწოდოთ მთელსა ერს
უკუვაქცევთ ჩვენით მტერს
ჩვენსა მტერსა მივცემთ ცეცხლს
გავანათებთ მითი ბნელს
გავიმარჯვებთ როცა დღეს
გავახარებთ წინაპრებს
დავიბრუნებთ ცხინვალს,გალს
გადავიხდით ჩვენსა ვალს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები