-თქვენი ბილეთი... -დიახ, რა თქმა უნდა - ბილეთი გავუწოდე გამცილებელს. -და თქვენ? - ახლა ჩემს პირდაპირ მჯდომ ქალბატონს გახედა მან. -ინებეთ - უთხრა ქალბატონმა, რის შემდეგაც კვლავ მე მომიტრიალდა. -რას მეუბნებოდით, იმ გოგოზე? -დიახ, მის საძებნელად მივდივარ, ქალაქში -ვუთხარი მე -თქვენ ისიც კი არ იცით სად ცხოვრობს... -ნამდვილად... -მხოლოდ ამ წერილით, არ ვიცი რა გითხრათ - წერილზე მიმითითა ქალმა, რომელიც მთელი გზის განმავლობაში ხელიდან არ გამიშვია. -ამ წერილს ის თავად წერს და იცით! ძალიან მინდა რომ ვიპოვო. -ახალგაზრდავ, თქვენ შეყვარებული ხართ. (გამეღიმა) -შესაძლოა. -და რა ჰქვია მას? -ელენე. -წამიკითხავთ მის ისტორიას? -სიამოვნებით -ვუთხარი და წერილის გახსნას შევუდექი. -ვგრძნობ რომ წინ საინტერესო ისტორია გველოდება -მითხრა ქალმა, ღიმილნარევად და დაჟინებული მზერა მომაპყრო.
წერილი:
ისტორია რომლის მოყოლაც გადავწყვიტე ეს ჩემზეა და მინდა რომ ასე დაიწყოს. მე ელენე ვარ... 11 წლის მოზარდი, რომლის ცხოვრებაც ნამდვილად განსხვავდება სხვებისგან იმით რომ, მე ბრმა ვარ. სიმართლე გითხრათ ყოველთვის ასეთი ვიყავი რაც თავი მახსოვს და საკუთარი სახელი - ელენე. სახელის მიმართ კი განსაკუთრებულად დადებითი დამოკიდებულება მაქვს და ძალიანაც მიყვარს, ელენე, ელენე. შემიძლია ასე დაუსრულებლად ვიმეორო თუმცა არა! სჯობს ისევ ისტორია მოვყვე. დავიბადე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში და დედმამიშვილებს შორის ყველაზე უმცროსიც ვარ, უფრო სწორად კი გახლდით, თუმცა ეს შემდეგ... ახლა კი იმაზე თუ რატომ არის ჩემი ცხოვრება განსხვავებული სხვებისაგან გარდა იმისა რომ ვერ ვხედავ?! ეს იმაში მდგომარეობს რომ მე ბავშვობიდან ადამიანებს კი არ ვეკონტაქტები, როგორც ეს ჩვეულიბისამებრ ხდება არამედ მე მათ შევიგრძნობ. სწორედ ასეა... ამის შემდეგ კი რთულია ვინმე ასე მარტივად ადგეს და მომატყუოს, ვინაიდან მე მათ ვგრძნობ და მათი სხუელებიდან წამოსული იმპულსები კი ზუსტ პასუხებად გარდაიქმნებიან ჩემში და შემდეგ პიროვნების გარკვეულ ჩანახატს მიქმნის გონება. იცით მგონი ადამიანთა გულის ცემასაც კი ვგრძნობ. საკმარისია ხელზე შევეხო ხელითვე (განსაკუთრებით, ძლიერ სქესზე მაქვს საუბარი) რომ აშკარად ვგრძნობ მათი ხელების თრთოლვას ჩემს ხელებში რასაც შემდგომ გულის აჩქარებული ტემპის ხმაც თან სდევს და სუნქთვაც თითქოს უხშირდებათ. არ ვიცი ეს რატომ ხდება და არც იმას ვიტყვი რომ ხშირად მეთქი მაგრამ ხდება და რატომ დავმალო?! ბუნებრივია რომ ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შემიძლია დაუსრულებლად ვესაუბრო მათ სხვა და სხვა თემებზე, თუმცა ხდება ისეც, რომ განმარტოებითაც მიყვარს ყოფნა და საღამოს გრილს ჰაერზე რაიმე ძველი კლასიკური მუსიკის მოსმენა. მიყვარს თუ როგორ ემოციებს აღძრავს ხოლმე მომღერლის მიერ გამოცემული ნაცნობი ჟღერადობა ჩემში და თუ როგორ დამივლის ამის შემდეგ მთელ ტანზე ჟრუანტელი. ერთი სიტყვით დადებითი და პოზიტიური ემოციების მოყვარული გოგო ვარ და ეს ალამაზებს ჩემს ცხოვრებას. რა ჯობაი იმას თუ ადამიანი სიყვარულით აღსავსეა და სურს რომ ეს გულწრფელი გრძნობა, ქართული ხმებივით სხვებშიც გაშალოს, გადასცეს და გაუზიაროს. არც არაფერი, რა თქმა უნდა. ახლა კი პირადი... სულ რაღაც 3 წლის ვიყავი როდესაც ჩემთვის გაურკვევლი მიზეზებისდა გამო მშობლებმა გამაშვილეს და მოგვიანებით ვიღაც უცხო ოჯახმა მიშვილა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარნი იყვნენ და ძალიან კარგადაც მექცეოდნენ. შვილები ყავდათ, როგორ არ ყავდათ?! მაგრამ რა ვიცი, აი ასე... უბრალოდ ადგნენ და მიშვილეს. კაცი არქიტექტორი გახლდათ, ქალი კი საბავშვო ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ალბათ იმას მიხვდებოდით რომ სახლში თითქმის არ იყვნენ და ფაქტიურად ჩემს ახლად შეძენილ და-ძმასთან ვიზრდებოდი. ოჯახში უფროსი წევრიც გვყავდა. ეს ახლა უკვე ჩემთვის უსაყვარლესი ბაბუაა. ბაბუა, რომელმაც ყველაზე დიდი სითბო და სიყვარული მაჩუქა და მთელი ჩემი შეგნებული არსებობის დროს თითქმის, წუთითაც კი არ დავუტოვებივარ მარტო. მგონი დანარჩენ შვილიშვილებს არ აქცევდა იმდენ ყურადღებას რამდენსაც მე და ეს არ ხდებოდა იმის გამო რომ მე ვერ ვხედავდი. მან მართლაც გულწრფელად შემიყვარა ისეთი ბავშვური და გულბრყვილო, როგორიც ვიყავი. ერთი უცნაურობაც გვახასიათებდა მე და ბაბუას (უცნაურობა ეს, სხვის თვალში) როდესაც გარეთ ძლიერი წვიმა მოვარდებოდა ხოლმე გარეთ გავდიოდით და ბაბუ ხელში აყვანილი მატრილადებდა და ეს მოძრაობა რაღაც ლამაზ ცეკვად მეჩვენებოდა. თითქოს უსასრულობაში დავფრინავდი რადგან მიწას ვერ ვგრძნობდი და ყოველი წვეთის დაცემა ჩემს სახეზე დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებდა. ერთად ვიცინდით ხოლმე და სულ მეუბნებოდა რომ ხმამაღლა მეყვირა და წუთით დამევიწყებინა მიწის მიზიდულობა და მოვწყდომოდი გარე სამყაროს. ღმერთო! რა მშვენიერი იყო ეს ყველაფერი და უცებ რა... რამოდენიმე დღეში, უპატრონო ბავშვთა სახლში ამოვყავი თავი, ისევ გაურკვეველი მიზეზებისდა გამო, თუმცა იქ სულ რამოდენიმე დღე დავყავი. გარკვეული დროის შემდეგ ბაბუმ მომაკითხა, ხელი მომკიდა და ისევ სახლში დამაბრუნა. უკან დაბრუნებულმა კი უთქმელადაც ვიგრძენი რომ დედ-მამა ოჯახში აღარ იყვნენ და ამჯერად მხოლოდ მე და ბაბუა დავრჩით ამ დიდ სახლში მარტოდ მარტო. ერთი შეხედვით ცოტა აბდაუბდა ცხოვრების რიტმს ნამდვილად არ გაუფუჭებია ჩემში ის ბავშვური გრძნობები რაც გამაჩნდა. არც არაფრის შემშინებია არასდროს. ერთ დილას კი ბაბუამ სანაპიროზე გამიყვანა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ წამოიწყო: -იცი შენ დიდი გოგო ხარ ელენე და ნელნელა იწყებ ისეთი რაღაცეების აღქმას რაც ბევრ შენი ასაკის ბავშვს არ შეუძლია... -ვიცი - ჩურჩულით ვუპასუხე მე. -მაშინ მომეცი პირობა რომ რასაც ახლა გეტყვი ყურადღებით მოისმენ და გულწრფერ პასუხს გამცემ. -გპირდები. -უნდა წავიდეთ... -სად? -შორს ელენე, აქედან შორს.
***
მატარებელი ნაცნობ ბაქანსაც მიადგა, ხელი მოვკიდე ჩემს ბარგსა და ქალბატონსაც დავემშვიდობე: -სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, კარგად იყავით. -ერთი წუთით -დამიძახა ქალმა და მეც უკან მოვტრიალდი - სად წავიდნენ ისინი? -ისინი აქ ჩამოვიდნენ, ამ ქალაქში. -ეს 6 წლის უკან მოხდა, შეიძლება აქ აღარც დაგხვდეთ. -ალბათ - მოკლედ ვუპასუხე მას და მატარებლიდან ჩამოვედი.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გაგრძელებასაც ეტაპობრივად დავამატებ, მთავარი დასაწყისი იყო. )))) გაგრძელებასაც ეტაპობრივად დავამატებ, მთავარი დასაწყისი იყო. ))))
5. დასაწყისი არის საინტერესო დასაწყისი არის საინტერესო
4. ვნახოთ...მოგყვები ავტორო...:-* ვნახოთ...მოგყვები ავტორო...:-*
3. მადლობა ასე მუხტისათვის. მოხარული ვარ რომ მკითხულობთ ))) მადლობა ასე მუხტისათვის. მოხარული ვარ რომ მკითხულობთ )))
2. კარგი და საინტერესო დასაწყისია დაველოდები გაგრძელებას. კარგი და საინტერესო დასაწყისია დაველოდები გაგრძელებას.
1. მინდა, ახალგაზრდა პროზაიკოსს გზა დაგილოცო... წერე..ეს შენი ხელობა იქნება... მინდა, ახალგაზრდა პროზაიკოსს გზა დაგილოცო... წერე..ეს შენი ხელობა იქნება...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|