ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2016


* * *

ახლა, როგორც არასდროს, ისე მინდა მოგეკრო,
შენ ყოველდღე მიდიხარ, შესაძლოა მშორდები...
მე არ მსურდა, ძვირფასო, შენი კოცნა მომეკლო,
ჩემი ვნება მომეკლა, დრო კი არ მეორდება.
ისევ მარტო დავდივარ "რკინიგზელთა" სკვერიდან
არეული ნაბიჯით ხიდთან გალაკტიონის;
ავდექი და პოეტურ კასტებს გამოვერიდე,
მგონია, რომ ამგვარად უფრო გავიიოლებ
უშენობის სინდრომებს, უარს ვეტყვი დალევას,
მზეს დუელში გავიწვევ უმუშკეტოს, უდაშნოს,
მერე მთელ სამყაროსაც მოვიმდურებ დალივით,
ყველა უკან მოგვრჩება, გადავრჩებით მე და შენ.
ვივლით ასე, მთელი დღე "პლეხანოვზე" ხელკავით,
მაჯები და კისერი კოცნით უნდა გინამო...
არაფერი დამრჩება ქვეყნად გაულექსავი,
შენი თმები, თითები, ღიმილი და სუნამო.
ახლა, როგორც არასდროს, ისე მინდა მოგეკრო,
შენ ყოველდღე მიდიხარ, შესაძლოა მშორდები...
მე არ მსურდა, ძვირფასო, შენი კოცნა მომეკლო,
ჩემი ვნება მომეკლა, დრო კი არ მეორდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გეგა ოდიშელი ვულოცავთ დაბადების დღეს