| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 13 ივნისი, 2016 |
ზღვას არ აქვს შენი თვალების ფერი, ვერც მაგ ტუჩების სიტკბო ექნება... შენს აივანთან "მუხამბაზს" ვმღერი და საკუთარ თავს გიძღვნი ლექსებად. შენი ღიმილის კონტურებს ვსწავლობ, ჩემთან მოსვლა არ დააგვიანო, რომ მერე ძილისპირულზე გხატო, რომ მერე მერქვას მოდილიანი, რომ ვითვისებდე ქარვისფერ სხეულს, შენს მაღალ კისერს, მხრებსა და თითებს, მესიზმრებოდე, როგორც მთვარეულს და პუშკინივით ვეძებდე რითმებს ძილში, ღვიძილში და ისევ ძილში, აქ, მერცხალთა და ჩემი ბუდეა და ახლა კოცნას ბავშვურად მიშლი და მერამდენედ გამებუტები. დავიმახსოვრებ ამ ძვირფას წუთებს, მხოლოდ შენ ღიმილს, შენ მზერას მარტო, რომ უშენობით საშინლად ვწუხდე და ძილისპირზე ბავშვივით გხატო. ზღვას არ აქვს შენი თვალების ფერი, ვერც მაგ ტუჩების სიტკბო ექნება... შენს აივანთან "მუხამბაზს" ვმღერი და საკუთარ თავს გიძღვნი ლექსებად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. Gასაოცარია.... Gასაოცარია....
5. ასე ვიცი ხოლმე, მიდებ-მოდება :)) ასე ვიცი ხოლმე, მიდებ-მოდება :))
4. ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას! კონსტანტინე გამსახურდია, მერე პუშკინზე გადავედით, კი კარგი ლექსია, ერთი ანეგდოტი გამახსენდა პუშკინზე მერცხალსა და ბუდეზე. პირადში მოგწერ. ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას! კონსტანტინე გამსახურდია, მერე პუშკინზე გადავედით, კი კარგი ლექსია, ერთი ანეგდოტი გამახსენდა პუშკინზე მერცხალსა და ბუდეზე. პირადში მოგწერ.
3. გმადლობ, თოლიავ :) გმადლობ, თოლიავ :)
2. ლამაზი ლექსია, სასიამოვნოდ წასაკითხი.
ლამაზი ლექსია, სასიამოვნოდ წასაკითხი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|