ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2016


თუ საქართველო ჩვენი ხვედრია

თუ საქართველო
ჩვენი ხვედრია
მაშინ სიკვდილი
რად მოერია
ჩვენ ერთად დგომით
თუ ვიგრძნობთ შვებას
და მივანიჭებთ
მას უკვდავებას
ალბათ გაივლის
წლები და თვენი
და მომავალი
იქნება ჩვენი
ჩვენ ერთად შევძლებთ
მიზნის მიღწევას
ერთად გავუძლებთ
მტრის შემოსევას
ერთად დამდგარი
ერი ქართლისა
მაგალითია
ერთი წამისა
აქ დავიმკვიდროთ
სასუფეველი
ვერ შეგვაშინებს
ცეცხლისმფრქვეველი
აქ არის ჩვენი
ნავსაყუდელი
არავის გული
გადაუშლელი

********************
პატარა ერად ცხოვრება
იოლი სულაც არ არის
მოყვასის დახმარებაზე
რომ თქმა შეგვეძლოს უარის
კეთილს კეთილი მივაგოთ
არის მთავარი პირობა
არასოდეს ვიქონიოთ
ერთმანეთში ორპირობა
შევძლოთ ზრუნვა ერთმანეთზე
რომ არ დავრჩეთ სულ ეული
ჩვენ დავაფასოთ სიცოცხლე
კაცისა თითოეული

*********************
ხალხი აღშფოთდა
შეწყდა ყოყმანი
მკვლელობად უღირთ
თითო თუმანი
ხალხი გაცოფდა
ატყდა ყიჟინი
ერთურთის სისხლით
მოიკლეს ჟინი
გაჭირვებაა
მიზეზი ამის
უსამართლობა
მჭრელია თავის

***************
თუ დაიწყება
სისხლისღვრა,ომი
შეერკინება
ვეფხვი და ლომი
ღმერთმა თუ იცის
ვინ არის სწორი
გადაიხრება
ვისკენ სასწორი
ვინ იცის,ვინ სად
კვდება, ან როდის
სისხლი ნიაღვრად
მოდის და მოდის
ზოგს ომი უნდა
ზოგს კი მშვიდობა
ომის მსურველის
არ ღირს მინდობა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები