დავბრუნებულვარ მშობლიურ მიწას, გარს მახვევია მწვანე გორები. სიმშვიდე სხეულს გრძნობებით მიწვავს- ტკბილად მიმიღეს დანაშორები... სიწყნარე აღწევს გონების მიღმა, შრიალი ხეთა ლურჯ ფიქრებს არწევს. თუმცა ბუნება ყველაფერს ნიღბავს, ფიქრები მაინც შენამდე აღწევს. ჭალიდან მოსჩანს კავკასიონი- შენსავით ნაზი და თეთრ-ყირმიზი... როგორაც მერის გალაქტიონი და საქართველოს ხანი ჩინგიზი, გელტვი ისევე მთის დანახვაზე, სადაც დაუდგამთ ღრუბლებს ქულები. ნუთუ,მე მხიბლავს ზღვის სილამაზე, თვალები ცრემლით დანამულები...