 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 ივნისი, 2016 |
როგორ მიყვარდა 13 ივნისი... ამ დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა – ლაშა ბასილაშვილმა და ჯუბა ხაინდრავამ ერთობლივი პოეზიის საღამო გავმართეთ სამების ახალგაზრდულ ცენტრში. ხუთი წლის შემდეგ კი... ხუთი წლის შემდეგ თითქოს ცა ჩამოგვექცა თავზე... უიარაღოდ დამჭრა მკერდში ბუნებამ... 13 თარსი რიცხვიაო ნათქვამია... არის სიმართლის მარცვალი ამ გამონათქვამში. 13 დეკემბერს გარდაიცვალა ოჩამჩირელი ვიტალი დარასელია (მდინარე ძირულაში გადავარდა მანქანიანად), რომლის ცხედარიც ოცი დღის შემდეგ იპოვნეს. 2010 წლიდან 2015 წლამდე 13 ივნისი ყოველთვის ტკბილად მახსენდებოდა... ეჰ, რას ვიზამთ, სამწუხაროდ ბუნებას ვერავინ დაამარცხებს... ჯერ კიდევ როდის აღწერა ვაჟა–ფშაველამ ბუნების ავ–კარგიანობა... გენიოსი იყო ლუკა რაზიკაშვილი, ლექსებით წინასწარმეტყველებდა მომავალს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა გვაშოროს ჭირი, გაბრწყინებული სახეები გვენახოს საკუთარ სამშობლოში სიცოცხლის ბოლომდე.
სტირის, ღვთისმშობელი სტირის
სტირის, ღვთისმშობელი სტირის, ცრემლი მოერია თვალებს, ბოლო აღარ უჩანს ტკივილს, რეკენ მწუხარების ზარებს.
სტირის, ღვთისმშობელი სტირის, ჩემს მკერდს ნაიარევს ვამჩნევ, ახლა ვინატრებდი სიკვდილს, მაგრამ თქვენთან მინდა დავრჩე.
ოთარ რურუა
2015 წელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მართალი ბრძანდებით, არ მივაქციე ყურადღება. უკაცრავად. მართალი ბრძანდებით, არ მივაქციე ყურადღება. უკაცრავად.
3. მიწერია დასაწყისში. მიწერია დასაწყისში.
2. თემა მძიმეა. უბრალოდ ინტერესისა გამო, იქნებ დააზუსტოთ, რატომ გახსენდებოდათ 2010დან 2015მდე ტკბილად? რამე კარგი მოხდა 2010ში თემა მძიმეა. უბრალოდ ინტერესისა გამო, იქნებ დააზუსტოთ, რატომ გახსენდებოდათ 2010დან 2015მდე ტკბილად? რამე კარგი მოხდა 2010ში
1. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა გვაშოროს ჭირი, გაბრწყინებული სახეები გვენახოს საკუთარ სამშობლოში სიცოცხლის ბოლომდე. ამინ. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა გვაშოროს ჭირი, გაბრწყინებული სახეები გვენახოს საკუთარ სამშობლოში სიცოცხლის ბოლომდე. ამინ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|