მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2016
2016 - 2 წ-დან
გიცქერდი!.. შორით იდექი შენ და
ხელში გეჭირა მაცდურად ვაშლი,
ზეცა კი ღრუბლებს ზეწრებად ფენდა
და გიყურებდი ერთობ და წაშლილ
სახით და იქვე ოცნებას ვქმნიდი,
მინდოდა შენში ევა მენახა,
ასე ღმერთივით მცირე და დიდი,
მწირს მოველოდი - ცოდვას ხელახლა.
და ვოცნებობდი (მიწამ დამფაროს)
გაგიცდეს ვაშლი თითქოს ცხელი და...
იქ შეიცვლება მთელი სამყარო,
რომ მოგაწოდებ ჩემი ხელიდან.
შენ შორს იდექი... ცუდად ვიგონებ...
საგულდაგულოდ ფრთხილი და ღმერთი
იქვე იყო და ახალ სტრიქონებს,
თავად იწერდა თოვლივით თეთრი.
ასე ვიდექით ისევ და ისევ,
მე შენ გიცქერდი, შენ კი თოლიებს…
როგორც სიწითლე დამხრჩვალ დაისებს,
ოცნება მთებსაც აიყოლიებს.
წვიმდა!.. ამინდმა დადო ზავი და...
(იქ ცისარტყელის ქოლგასაც გავშლი)
და ყველაფერი ისე წავიდა,
რომ გაგივარდა ხელიდან ვაშლი.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
დღეს სხვებმა დალიოს.
მე სხვა ვარ...
დღეს სხვებმა დალიოს.
მე სხვა ვარ...
პაპუნა ფირცხალაიშვილი.
2016-06-23 10:05:33
1.
სად უცხო ჭალაკი არი
და სად ვიწროში ბღავის...
მერა რა რომ არ ეწევი
სად უცხო ჭალაკი არი
და სად ვიწროში ბღავის...
მერა რა რომ არ ეწევი
პალატამერვე.
2016-06-21 13:40:43
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
29.01.2023 02:14:45