ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
16 ივნისი, 2016


  ჩამოტვირთვა

ვ. მაიაკოვსკი - ლილიჩკა (წერილის ნაცვლად)

ჰაერი შთანთქა თამბაქოს კვამლმა.
ოთახი -
კრუჩენიხის ქვესკნელის თავი.
გახსოვს -
პირველად
ამ ფანჯრის მიღმა
გეფერებოდი ხელებზე, მფრთხალი.

დღეს კიდევ ზიხარ,
გულმოფოლადო.
დღეა ჯერ -
გამაგდებ,
ლანძღვით არ ცხრები.
მთლად არეული ვცდი მეც მივაგნო
სახელო თრთოლვით ნატეხი ხელით.

გამოვიქცევი,
სხეულს მივუგდებ ქუჩას.
მე - უიმედო,
მოვმართავ ყმუილს.
ჩემო, ეს ბოლო
თუ ამას უჩანს,
დამშვიდობებას გვერდს
ნუღარ ვუვლით.

მაინც ეს
ტრფობა ჩემი -
გკიდია ტვირთად -
წახვალ თუ სადმე.
ამოვიოხრო ბოლოსღა მინდა
წყენა - გულში რაც დავატუსაღე.

ხარს თუ შრომაში დაღლიან ძლიერ -
ის წავა,
ცივ წყლბეში გაწვება და მეც,
თუ არა შენი
სიყვარულისა,
არა მაქვს სხვა ზღვა:
ვერ შეაგონებ ბღავილით - დაცხრეს.

მოსვენებას თუ ისურვებს სპილო -
გამომწვარ ქვიშაში წვება მეფურად.
სხვა მზის სხივები არ მსურს რომ ვივლო,
ხელთ გიგდო ნეტავ, ვინ უკეთურმა.

თუკი პოეტი აწამეს ასე,
ფულს ან დიდებას ანაცვლებს მის თავს,
სხვა არც მახარებს, არც ხმა აქვს რასმე,
მსგავსი წკრიალის - შენი სახელისა.

არც გადმოვხტები,
შხამს არ დავპირავ
და ვერც საფეთქელს ტყვია ვერ ხელჰყოფს.
არა აქვს ძალა
არცერთ რაპირას,
ისე ვით შენი მზერის ეშაფოტს.

ხვალ დაივიწყებ,
რომ გადედოფლე,
რომ ლაღი სული ტრფობით ჩავიხშე,
ჩემი წიგნების ფურცლებს ხელჰყოფენ
დღენი - ნაკლულნი რამე სანიშნებს.

ხმელი ფოთლების ხარბი სუნთქვა ხომ,
ვერ შეაჩერებს სიტყვას - არ ითქვას?

შენ, ჩემგან წასვლის გზაზე
ბოლო სინაზის გიგებ ხალიჩას.




Лиличка!

Вместо письма

Дым табачный воздух выел.
Комната -
глава в крученыховском аде.
Вспомни -
за этим окном
впервые
руки твои, исступленный, гладил.
Сегодня сидишь вот,
сердце в железе.
День еще -
выгонишь,
можешь быть, изругав.
В мутной передней долго не влезет
сломанная дрожью рука в рукав.
Выбегу,
тело в улицу брошу я.
Дикий,
обезумлюсь,
отчаяньем иссечась.
Не надо этого,
дорогая,
хорошая,
дай простимся сейчас.
Все равно
любовь моя -
тяжкая гиря ведь -
висит на тебе,
куда ни бежала б.
Дай в последнем крике выреветь
горечь обиженных жалоб.
Если быка трудом уморят -
он уйдет,
разляжется в холодных водах.
Кроме любви твоей,
мне
нету моря,
а у любви твоей и плачем не вымолишь отдых.
Захочет покоя уставший слон -
царственный ляжет в опожаренном песке.
Кроме любви твоей,
мне
нету солнца,
а я и не знаю, где ты и с кем.
Если б так поэта измучила,
он
любимую на деньги б и славу выменял,
а мне
ни один не радостен звон,
кроме звона твоего любимого имени.
И в пролет не брошусь,
и не выпью яда,
и курок не смогу над виском нажать.
Надо мною,
кроме твоего взгляда,
не властно лезвие ни одного ножа.
Завтра забудешь,
что тебя короновал,
что душу цветущую любовью выжег,
и суетных дней взметенный карнавал
растреплет страницы моих книжек...
Слов моих сухие листья ли
заставят остановиться,
жадно дыша?

Дай хоть
последней нежностью выстелить
твой уходящий шаг.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები