 | ავტორი: იზკ ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2016 |
რა მეწყინა ყველაზე მეტად: ერთხელ ვუთხარი,რომ შემიყვარდე მეთქი და არაო ალბათ ეგ ხასიათისა და დამოკიდებულებების სწრაფი და მუდმივი ცვლა სიტყვების შეეგრჩევისა და არაგულწრფელობის შეგრძნება გრძნობების ან არ ვერ გამოხატვა სიცივე.... ჩემი აზრით,ის ვერ იტანს ქალებს,რადგან ბავშვობაში დედამისი ფეხბურთის ყურების უფლებას არ აძლევდა ჩემი აზრით, ის ვერ იტანს ქალებს ,რადგან ბავშვობაში ვიოლინზე დადიოდა და ჩემი აზრით, ის შეიძლება ვერც მე მიტანდეს ამიტომაც მოდის მხოლოდ ერთი საათით,დამხედავს, მახსენებს საკუთარ ფერად თვალებს და მერე მიდის და ჩემი აზრით,ის შეიძლება ვერც მე ვერ მიტანს.... მის თითებს არ უხდება სიგარეტი ,ალბათ ჩემი ხელი უფრო მოუხდება იქნებ ამის გამო მაინც მოჰკიდოს,თავისკენ მიიზიდოს და ასე მეტი არ მინდა... არ მომწონს მისი მატერიალური დამოკიდებულებები და მატერიალურად გადანაწილებული პრიორიტეტები და ქალები,რომლებსაც ქალებად კი არა, მენეჯერად და დირექტორად ჰყოფს მე მრავალფეროვნება მჭირდება ის კი ,სექსში მხოლოდ სამ პოზას იყენებს უფრო ბობოქარი გრძნობები და ვნებები, რომელსაც რეალურად მის თვალებში ყოველთვის ვკითხულობ.... ვკითხავდი თუ არა რამეს? კი თავის პირვანდელსა და ახლანდელს ბევრჯერ ვეტყოდი რატომს და როგორს იქამდე სანამ რატომ– როგორი არ გახდებოდა და პირიქით... ვეტყოდი აღარ გაბრაზდეს ისე,როცა სახიდან თვალები ეკარგება,იშლება და გზასაც ვეღარ უყურებს მაშინ საერთოდ ვეღარ ამჩნევს შეშინებულ,პატარა , წითელთმიან გოგოს, რომელსაც უთხა მომენდეო და ისიც მიენდო.... ერთხელ მითხრა ახლა რომ მოვკვდეთ , აი ასე , და საჭეს ხელი გაუშვა პირველად ვიყავი მზად ,მასთან ერთად, შემეღო ჯოჯოხეთის კარები..... მას მერე სიკვდილის აღარ მეშინია.... და ზაფხულში,როცა ეგ წავა ვიცი მე უფრო გამიჭირდება დაბადების დღეზე ნახატი ვაჩუქე და ვიცი ვერც მოიფიქრებს გახსნას მთავარი საიდუმლო ნახატზე კი არა, მასშია უკან ჩემი აკანკალებული ხელით დაწერილ სიტყვებსა და წინადადებებში.... ნახატზე ჩვენ ვართ და მისი რომანტიკა ,რომლის მეტიც უბრალოდ არ შეუძლია მაგრამ მე საერთოდ არ ვფიქრობ,რომ ეს მწირია, პირიქით ყველაზე კარგი რა მახსოვს? როცა ხელი პირველად მომკიდა გზაზე გადასვლისას მუცელი ამეწვა გული ამიჩქარდა და თვალები გამიფართოვდა როცა პირველად კოცნა შემომთავაზა მომერიდა და უარი ვუთხარი დღემდე ახსოვს და ეცინება...... დახატულ ადგილას პირველად რომ ჩამეხუტა და მე მისი გულისცემა მესმოდა როცა ჩემი თმისა და სუნამოს სუნის გამო მანქანას ვერ ატარებდა როცა პირველად მაკოცა და მითხრა you are so hot მე მიყვარს მისი სამი სიმეტრია დარღვეული ხალი მარცხენა მკერდზე მისი დასათვლელად გამზადებული ნეკნები თეთრი კანი წვრილი და გრძელი ფეხები ლავიწები, და სუნი მისი სუნი ყველაზე მეტად მიყვარს....... მე მახსოვს ყველა ჩვენი შეხვედრის დღე და რიცხვი საათი და მოქმედება სრული სიზუსტით მისი თვალები,რომელიც ჩემი ყველა სისულელის დროს, ფართოვდებიან... –––– ყველაფრიდან ჩანს ,კარგი უფრო მეტია- ვიდრე ცუდი და შეიძლება ესეც არ იყოს დასასრული მგონი კიდევ დამრჩა ძაალიან ბევრი მოსაყოლიცა და მოსახდენიც .........
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჰაჰ,საინტერესოა შენ ვინ ხარ :3 ჰაჰ,საინტერესოა შენ ვინ ხარ :3
8. ჰეჰ.თურმე ვინ ყოფილხაარ ჰეჰ.თურმე ვინ ყოფილხაარ
7. +2
თავისუფალ ლექსსა და პროზას შორის საზღვარი აშკარად გადაჭრა ავტორმა სად გადის ეგ ზღვარი ცხადია ზუსტი დეფინიცია არ არსებობს მაგრამ აქ არაფერია საკამათო +2
თავისუფალ ლექსსა და პროზას შორის საზღვარი აშკარად გადაჭრა ავტორმა სად გადის ეგ ზღვარი ცხადია ზუსტი დეფინიცია არ არსებობს მაგრამ აქ არაფერია საკამათო
6. გამდლობთ, აუცილებლად გავითვალიწინებ <3 გამდლობთ, აუცილებლად გავითვალიწინებ <3
5. მოკლედ, თქვენ გაქვს ძალიან კარგი მინიმების წერის პოტენციალი. მაგ; "წითელი თმა"
ახერხებთ გამოიწვიოთ მძაფრი ემოცია, თუმცა ტექნიკა დასახვეწია :)
რაც შეეხება ამ ტექსტს, გთხოვთ, ყველაფერს პოეზიის ჟანრში ნუ განათავსებთ. ამით, თქვენი, როგორც ავტორი "იზკის" რეპუტაცია დაეცემა და კარგი ლექსებიც ფასს დაკარგავენ, ამიტომ, მოუფრთხილით მომხმარებელ "იზკს" :)
ამ გვერდზე ბევრჯერ შემხვდა თაკო შუკაკიძის კომენტარი, ჰოდა, ის ერთერთი იშვიათთაგანია, რომლის დიდი იმედიც მაქვს, რომ ხარისხიან პოეზიას შექმნის, თქვენც შეგიძლიათ, გამიჩინოთ ეს იმედი :) მინიმების წერას მოუხშირეთ და ჟანრები გააკონტროლეთ.
ეს ტექსტი, ასეთ კომენტარს არ იმსახურებს :)) ჩათვალეთ, ავანსად ვტოვებ და წარმატებას გისურვებთ. მოკლედ, თქვენ გაქვს ძალიან კარგი მინიმების წერის პოტენციალი. მაგ; "წითელი თმა"
ახერხებთ გამოიწვიოთ მძაფრი ემოცია, თუმცა ტექნიკა დასახვეწია :)
რაც შეეხება ამ ტექსტს, გთხოვთ, ყველაფერს პოეზიის ჟანრში ნუ განათავსებთ. ამით, თქვენი, როგორც ავტორი "იზკის" რეპუტაცია დაეცემა და კარგი ლექსებიც ფასს დაკარგავენ, ამიტომ, მოუფრთხილით მომხმარებელ "იზკს" :)
ამ გვერდზე ბევრჯერ შემხვდა თაკო შუკაკიძის კომენტარი, ჰოდა, ის ერთერთი იშვიათთაგანია, რომლის დიდი იმედიც მაქვს, რომ ხარისხიან პოეზიას შექმნის, თქვენც შეგიძლიათ, გამიჩინოთ ეს იმედი :) მინიმების წერას მოუხშირეთ და ჟანრები გააკონტროლეთ.
ეს ტექსტი, ასეთ კომენტარს არ იმსახურებს :)) ჩათვალეთ, ავანსად ვტოვებ და წარმატებას გისურვებთ.
4. :3 მადლობააა :3 მადლობააა
3. კარგი, ემოციური და საინტერესო აღსარებაა კარგი, ემოციური და საინტერესო აღსარებაა
2. დღიურში ჩასაწერი ტექსტი :) პოეზიად რთულად აღსაქმელია არა ფორმის, არამედ მთლიანად, თხრობისა და უმუსიკობის გამო. დღიურში ჩასაწერი ტექსტი :) პოეზიად რთულად აღსაქმელია არა ფორმის, არამედ მთლიანად, თხრობისა და უმუსიკობის გამო.
1. არ ვიცი ვინ როგორ.. ჩემთვის ეს არაა პოეზია.
არ ვიცი ვინ როგორ.. ჩემთვის ეს არაა პოეზია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|