ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2016


*****


მიყვარს შენი იერსახე
იმ დროიდან როცა გნახე
ჩემო ტკბილო ქუთაისო
ცა ვარსკვლავებით გაივსო
მიყვარს შენი მე დაისი
ვინ გიწოდა ქუთაისი!
ვინ გიბოძა სილამაზე
ვერ იქმოდა კარგს ამაზე
მიყვარს შენი კაფე-ბარი
ტურფა ხარ და საქებარი
ჩემო სიწმინდევ და ხატო
ქალაქო კალმით ნახატო

********************
კუთხე-მხარეს დაგილოცავ ჩემო თბილის ქალაქო
ფრთები როგორ არ შეგასხა,როგორ უნდა არ გაქო
გზები ვით არ დაგილოცო ჩემო ტკბილო ალმასო
შენმა ერთმა შემოხედვამ ნეტარებით ამავსო
მხოლოდ შენთვის მემეტება რაც გულში მაქვს ყოველი
შენს დიდებას შევნატრი და შენს სიყვარულს მოველი
თუ ამქვეყნად ბედნიერი მე ოდესმე ვიქნები
და ეს მხოლოდ შენთან ერთად შენი ცეცხლით ვიწვები
მე შენთან ერთად მიღამდება ეს უძილო ღამე
და შენთან ასე სიახლოვით ბედნიერი ვარ მე
შენს სიყვარულს ვინც მიხვდება ოცნება ხარ იმისო
მენატრები,მენატრები,მენატრები თბილისო

********************
აფხაზეთის მიწავ
რაოდენ ტვირთს ზიდავ
ქართველი არ არის
ვისაც არ იზიდავ
მინდა,რომ იცოდე
აფხაზეთო ჩემო
შევიგრძენი შენი
სიყვარულის გემო
ერთი გული გვიძგერს
ჩვენ ერთი გვაქვს გენი
მხოლოდ სიყვარული
მასაზრდოებს შენი
დაილოცა შენი
კუთხე-მხარეები
როგორ მიყვარს შენი
ფართო არეები
როგორ მენატრება
შენი ხილვა ღამით
შენი გულისცემა
რომ შევიგრძნო წამით
როგორ მინდა თავი
ვინუგეშო რამით
შენს მიწაზე მოვკვდე
გავიხარო ამით
მომავალი არ გვაქვს
ვინც მას ფიქრობს ცდება
ჩვენი სიხარული
საზღვარს გადასცდება
ისევ შემართებით
და მშვიდობით ვიართ
ერთად ჩვენს ერთიან
სამშობლოს მოვიართ
ჩვენი ერთად ყოფნა
არის უფლის ნება
არასოდეს მოხდეს
გვქონდეს მოწყინება
ჩვენში სიძულვილის
არაა დრო ახლა
კეთილ საქმეს ერთად
შევუდგეთ ხელახლა
რაზე მწყდება გული?
იმაზე,რომ ვხვდები
აფხაზეთს ვერ ვნახავ
მის გარეშე ვკვდები
მაგრამ ზეცას მყოფი
მკვდარიც შვებას პოვებს
როცა ქვეყანაზე
მისთვის ძვირფასს ტოვებს
მაღლით ზეცის მკვიდრი
ცას ძირს გავეცლები
და მე შენს მიწაზე
სულით დავეცემი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები