ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2016


ყურადული

(თუ არსებობს რამე პირადული, რატომ არ შეიძლება არსებობდეს რამე ყურადული?)

ოჰ, ვეღარ ვიტან
მე - მდგმური
დიასახლისის დაგდებულ ყურებს,
კართან რომ მხვდება ყოველ დილით და სანაგვეში უნდა ჩავყარო,
ამას სჯობია, მომისმინო, მომიყურადო,
მომეყრდნო ან მოგეყუროს, რომ
ფრთხილად, კანკალით შევაგროვებ წინა ღამის
მორჩენილ სითბოს, პურის ნატეხს და ღერ სიგარეტს.
გადასაგდებად განწირულ ბოთლს
გადავარჩენ და ერთად ვიბღავლებთ
მე და შენ
ჯიგარ
კიმ კი დუკის
ფიქრსავსე ფილმზე...
ჩვენ ღამეებს დავემალეთ
წიგნის თაროებზე.
დულსი, მე თმები მოვიზარდე და ზოგჯერ ვიკრავ
ხოლმე;
თუმცა ვის(ის) რა(მინი) ფეხებზე ჰკიდია?!
ვწუხვარ, მაგრამ თუ სოფელში წამომყვები, აღარასდროს მოგიწევს
ყოველ დილით
პურზე და სიგარეტზე ჩარბენა...
გუშინ ერთ ლიტერატურის დილეტანტთან
ამაოებაზე ვლაპარაკობდი
და მან მითხრა, რომ ეს თეთრი ლექსი იქნებოდა
და ჩემს შორისდებულებით პასუხს
ვერც ისე გულგრილი დაუხვდა;
მინდოდა, წყალი შემეთავაზებინა
გასაბრაზებლად განწირული გულის
ბადიდან აქერონტში დასაბრუნებლად,
თუმცა ხომ იცი, ბინაში წყალს
აღარცერთი ავტორი აღარ ვსვამთ,
მან კი ვისკი გადაკრა და მოი სულითქვა...

თუ ერთ დილითაც გავიღვიძებ სულ სხვა შეგრძნებით,
მოვიწესრიგებ თავს და ნერვებს Una Mattina...
თუ სურს, ასეთი აღარ იყოს ჩემი ლექსები,
ბედნიერების ჰარმონიით უნდა მატიროს.
უნდა მატკინოს სიყვარული, რომლისაც როგორც
დღის ჰოროსკოპის ან დაწყევლის, ახლა ისე მწამს.
მისი ძილისთვის წართმეული დროც ისე მომწონს,
მარტოობას დღეს ერთი კოცნით გავიმიზეზებ.
და ერთადერთი, რაც მისგან მსურს, ძველი ხმებია,
პარანოიას რომ ეძახის ის დილეტანტი.
მტკივა თვალები, ღიმილებსაც ვეხამები და
ტყუილებსაც ვჭამ - "იდიოტის" დიეტაზე ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები