ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: kanario
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2009


მე მადლიერი ვარ

    ცხოვრება შუშის ნამსხვრევებზე ცეკვას ჰგავს. ნამსხვრევებზე, რომლებიც ერთ დროს სარკე იყო. ახლა კი გიხარია, რომ გატყდა, დაიმსხვრა, რადგან გაურბიხარ რეალობას, თვითონ კი მის დალეწვას ვერასდროს ბედავდი... ბედნიერებისგან ცეკვავ, შეიძლება იცეკვო როკ-ენ-როლი, ჩარლსტონი, მაგრამ ნამსხვრევები ფეხებში გესობა, გტკივა, თავს კვლავ გახსენებს... ამას უნდა შეეგუო!
    მე მადლიერი ვარ ცხოვრების, რადგან ნამსხვრევებზე მარტოს არ მაცეკვებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები