როგორ თუ არაფერი?! ზღვებს ხომ ვხნავდი, ქვიშას ხომ ვთესდი, წყალი ხომ ვნაყე.
ხორბლის მარცვალი ამიზიდავს მთაზე, ახლა კი, ვზივარ აგერ და ქვას ცეცხლს ვუკიდებ:
ალისასა - მალისასა, უხილავის მალვისა, - ჩემი გულის ცეცხლი ქვასა, დაყივლებას მამლისა.
ზღვასაც ვხნავ და ქვიშას ვთესავ, ზენა ქარზე ცულსაც ვლესავ, გულო, შენ ვერ გაგიმკლავდი, გულო, ჩადექ საგულესა!
იქით მდინარეს ხორგი მიაქვს დაბლა, სოფლისკენ, აქეთაც მგზავრი გამოჩნდება მთას მიმავალი, აღარც წყალს ვატან გულის ნადებს, აღარც კაცს ვუმხელ. ვზივარ ჩემთვის და ქვას ცეცხლს ვუკიდებ:
ალისასა - მალისასა, ჩემი გულის ცეცხლი ქვასა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. გაუმხილე ინანე, არ გაუმხილე არ ინანე და მაინც ინანე. გაუმხილე ინანე, არ გაუმხილე არ ინანე და მაინც ინანე.
27. სად გაიხიზნე? ღმერთმა უწყის- რა გზებს ადგახარ, რა უმღერებელ სიმღერას მღერი?
გეკითხები ისევ :)
სად გაიხიზნე? ღმერთმა უწყის- რა გზებს ადგახარ, რა უმღერებელ სიმღერას მღერი?
გეკითხები ისევ :)
25. პალატამერვევ, შენ გაქვს ლექსები მეგრულად, ან დადე აქ, ან გადმომიგზავნე, ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ჩემს ნაცნობებში შენს მეგრულ ლექსებზე.
გუშინ მთხოვეს მომეწერა ამის შესახებ. ინტერნეტში და იმ გაქსუებულ ფეისბუქზე არ მაძებნინო, არც დრო მაქვს მაგისი და არც თავი. :))
პალატამერვევ, შენ გაქვს ლექსები მეგრულად, ან დადე აქ, ან გადმომიგზავნე, ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ჩემს ნაცნობებში შენს მეგრულ ლექსებზე.
გუშინ მთხოვეს მომეწერა ამის შესახებ. ინტერნეტში და იმ გაქსუებულ ფეისბუქზე არ მაძებნინო, არც დრო მაქვს მაგისი და არც თავი. :))
24. ნორმალურად გააზრებული და ნათქვამია......... ნორმალურად გააზრებული და ნათქვამია.........
23. დედარაკაია!
+2! დედარაკაია!
+2!
22. უცნაურად +2 უცნაურად +2
21. "გაავლე ხნული.. გაყამირებულ უთვალავ გულზე და მარცვალი მიმოაბნიე და აწვიმე ცის თვალებიდან..
მოვა ჟამი და მოიმკიან ისეთ მოსავალს, რომ ბეღლები და ხორგოები ვერ დაიტევენ.. და მშიერ ბავშვებს მარცვალ-მარცვალ დაურიგებენ"
. არავინ, გარდა დუმილისა და ისიც ყველგან..!
"გაავლე ხნული.. გაყამირებულ უთვალავ გულზე და მარცვალი მიმოაბნიე და აწვიმე ცის თვალებიდან..
მოვა ჟამი და მოიმკიან ისეთ მოსავალს, რომ ბეღლები და ხორგოები ვერ დაიტევენ.. და მშიერ ბავშვებს მარცვალ-მარცვალ დაურიგებენ"
. არავინ, გარდა დუმილისა და ისიც ყველგან..!
20. ისე დაიწყო, მეგონა, წაკითხულს ვუსმენდი :) ქვასაც შეიძლება, ცეცხლი მოუკიდოს გულმა... მოკითხვა, ბატონო თემურ, ჟურნალისტებისგან ))
ისე დაიწყო, მეგონა, წაკითხულს ვუსმენდი :) ქვასაც შეიძლება, ცეცხლი მოუკიდოს გულმა... მოკითხვა, ბატონო თემურ, ჟურნალისტებისგან ))
19. მირაკრაკებს მირაკრაკებს
18. საინტერესოა ++ საინტერესოა ++
17. ბებიაჩემი მიკითხავდა ხოლმე ბავშვობში ზუსტად ასეთი ტიპის შელოცვებს....+ ბებიაჩემი მიკითხავდა ხოლმე ბავშვობში ზუსტად ასეთი ტიპის შელოცვებს....+
15. ))ალისასა მალისასა..დ რეებსაა რომ წერთ ხალხნო .... Gადავირიე... ))ალისასა მალისასა..დ რეებსაა რომ წერთ ხალხნო .... Gადავირიე...
14. შელოცვები ჩემია.:) შელოცვები ჩემია.:)
13. "პოეტის პალატა - პალატა მერვე". კაი ხარ. მიხარია ახალი ლექსები რომ მხვდება შენი. "პოეტის პალატა - პალატა მერვე". კაი ხარ. მიხარია ახალი ლექსები რომ მხვდება შენი.
12. ორიგინალურია5 ორიგინალურია5
11. კარგია. ისე კარგი შელოცვები გეცოდინება,) გათვალულის ხომ არაფერი იცი? მე შაკიკისას გასწავლი. კარგია. ისე კარგი შელოცვები გეცოდინება,) გათვალულის ხომ არაფერი იცი? მე შაკიკისას გასწავლი.
10. მშვენიერია, მელოდოურია. მშვენიერია, მელოდოურია.
7. და როგორი დასასრული? მაგარი ხარ, მართლა. და როგორი დასასრული? მაგარი ხარ, მართლა.
6. ძალიან კარგია! მშვიდი, მისტიკური, ხალხურ მოტივებზე აგებული.
მოკითხვა ჩემგან :) ძალიან კარგია! მშვიდი, მისტიკური, ხალხურ მოტივებზე აგებული.
მოკითხვა ჩემგან :)
5. 'სანთლის გუთანს გავაკეთებ. შიგ შევაბამ უღელ დევსა, ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ, მშრალზე ვინადირებ თევზსა''. ხალხური
ეს გამახსენდა და იყოს ბარემ ამ მშვენიერ ლექსთან.
`სანთლის გუთანს გავაკეთებ. შიგ შევაბამ უღელ დევსა, ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ, მშრალზე ვინადირებ თევზსა``. ხალხური
ეს გამახსენდა და იყოს ბარემ ამ მშვენიერ ლექსთან.
3. უცნაური ლექსია და უფრო კი განწყობაა უცნაური არ არის ცუდი ლექსი
სიამოვნებით მოვისმენდი პალატა მერვის ხმით წაკითხულ ამ ლექსს
ნუ ჩაიკეტები, წყალს მაინც გაატანე ხოლმე, კაცს თუ არ ეტყვი :)
სუბიექტური 4 ქულა
უცნაური ლექსია და უფრო კი განწყობაა უცნაური არ არის ცუდი ლექსი
სიამოვნებით მოვისმენდი პალატა მერვის ხმით წაკითხულ ამ ლექსს
ნუ ჩაიკეტები, წყალს მაინც გაატანე ხოლმე, კაცს თუ არ ეტყვი :)
სუბიექტური 4 ქულა
2. აჰ!
მონსინიორ!
პეღფექტულიზაცია აჰ!
მონსინიორ!
პეღფექტულიზაცია
1. პალატამერვეს პაციენტი კომიდან გამოსულა :)
როგორი ნაკადებია მითოსიდან, ფოლკლორიდან...
არავის მიმართ, არასდროს , ვყოფილვარ აქ ისე ობიექტურად სუბიექტური, როგორც ამ ავტორის მიმართ ვარ :)
პალატამერვეს პაციენტი კომიდან გამოსულა :)
როგორი ნაკადებია მითოსიდან, ფოლკლორიდან...
არავის მიმართ, არასდროს , ვყოფილვარ აქ ისე ობიექტურად სუბიექტური, როგორც ამ ავტორის მიმართ ვარ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|