ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2016


მაშინ, როცა

ძნელია დაწერო ისეთი ლექსები
ხალხი რომ შეიყვარებს, ხალხი რომ ტაშს დაუკრავს
ძნელია, გამოთქვა სწორად ის აზრები
შენ რომ გაიფიქრებ და ტანში რომ დაგბურძგლავს!
ძნელია შეიგრძნო სხვისი ის ტკივილი,
რომლის მსგავსიც დღემდე  არვის განუცდია,
ძნელია ითვალო შენი შეცდომები,
სხვისი შეცდომების თვლა კი ადვილია.

ძნელია სიტყვებში ჩადო  ის ემოცია,
ასე რომ უფრთხილდები, ასე რომ დაჰფოფინებ !
ძნელია იყო კეთილი და მშვიდი,
მაშინ, როცა სიბოროტის ჭაობს გადმოჰყურებ!
ძნელია იყო სავსე სითბოთი და ზრუნვით,
როცა ყოველ ზრუნვას ფარ-ხმალს უხვედრებენ.
ძნელია უანგაროდ შეიყვარო ვინმე, 
როცა შენს სულს ჭუჭყიანი ხელით ამოწმებენ!
ძნელია თქვა ის , რაც ყველას ეამება,
რადგან სიმართლეა თავად ძალზედ მწარე!
ძნელია სწორედ იმ ბავშვად დარჩენა,
შენ რომ გენატრება და სხვები რომ კიცხავენ!
ძნელია იყო ქალი_სუსტი, ნაზიც, ქორფაც,
მაშინ როცა გიწევს ზურგით ბევრის ზიდვა,
ძნელია გაშალო ფრთები ისე ფართოდ,
ფრენა რომ შეძლო და არ დაენარცხო მიწას,
ძნელია არწივივით ირაო შემოჰკრა, 
ისე რომ  ჟანგბადისგან თავბრუ არ დაგეხვას.
ძნელია იდგე მყარად, მტკიცედ, დედაბოძად,
როცა ყველა იბრძვის შენ ერთის წინააღმდეგ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები