ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2016


სულხან წულუკიძეს

ჭიქათა ღაღადია - ცრემლია, გლოვაა,
გზებია მოჭრილი და გზები ცხადია,
ერთია - პოეტია, რომელიც მოვა ამ
მოსაწყენ საღამოს, მოყვება "ხატიას".

ჭიქათა ღაღადია - ჭირთაგან შენდობა,
კვამლია, რომელსაც უფრო მწეველი სდის,
ერთია - ლექსია დღეს, რომელიც შენდება
დანგრეულისგან და დამანგრეველისთვის.

ჭიქათა ღაღადია - ლეწვაა ჭიქათა,
მთვარეც ჩამოვწყვიტეთ - უბიწო ყვავილი,
ერთია - ხატიაა, რომელიც იქითა
მხარეს დგას, რომელზეც ვერასდროს გავივლით.

ერთია - ღაღადია ჭიქათა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები