ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 ივლისი, 2016


******

თავზე გემხობა სახლი,
შენ კი ჩურჩულებ-წყევლა მაწყევარსაო,
წყევლა მაწყევარსაო...
მდინარეები ტბებად იქცნენ მთები ვაკეებად,
ხეები ბალახებად,
მზე და მთვარეც ერთად ამოდის,
ისევ იმეორებ- წყევლა მაწყევარსაო,წყევლა მაწყევარსაო...
ქარი ზუზუნებს,
თალხი ღრუბლები გეხვევიან როგორც ბუზები,
ცის კიდურიდან ეშვებიან სეტყვად მისი სიტყვები
და გამომშრალი მიწის ბელტებს აატალახებს.
შენ კი გგონია შელოცვა გშველის,
სეტყვა იმატებს,
სახლშიც შემოვა...
-წყევლა მაწყევარსაო,წყევლა მაწყევარსაო...
ასე იდექი დილამდე,თითქოს ლიანებით ხელებშეკრული.
თვალებამღვრეული და თმადაცვენილი,ოთახში გიპოვნეს.
ისევ ჩურჩულებდი ხმადაკარგული: წყევლა მაწყევარსაო,წყევლა მაწყევარსაო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები