ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2016


*****

ღამე ეშვება

ღამე ეშვება,სტრიქონებს ვქარგავ
უკიდეგანო სიჩუმე მიპყრობს
როგორაც უწინ,თავს ისე ვკარგავ
ღამეც ფეხდაფეხ მიჰყვება ჭილობს

მთების გადაღმა უკუნი მეფობს
დარაჯად უდგას სიკვდილი ცელით
ჩირაღდნით ხელში მივყვები ექოს
მგონია თითქოს მზე დამაქვს ხელით

მივდივარ სადაც გოდება ისმის
სადაც სიცოცხლე ფუჭია ხოლო
სიკვდილს წააგავს ძახილი ირმის
ღამე მორევში ეშვება ბოლოს


ქარში ავირიე

ისე ავირიე, როგორც სალამანდრა
ქარში, ვით მტირალა ბახუსივით
ძველი სარკოფაგი მახსოვს და ვერანდა
სიზმარს გავყოლოდი მსახურივით

კვალში ამედევნა ახლაც აჩრდილივით
თითქოს მოფარფატე სულია და
მახსოვს სამიკიტნო ფერთა ორნამენტით
ძველი აუხსნელი სიზმრებს გარდა

მელანქოლიკივით ქარში ავირიე
ისე მივაბიჯებ,როგორც მთვარეული
ჩემთვის სხვანაირი გზები ავირჩიე
სიზმრებს ვალაგებდი წყებად არეული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები