ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2016


ფშავში(შენ)

მთები,
ნისლები,
ბურუსი, წვიმა...
ისე კოცნიან ერთმანეთს ახლა,
რომ გული გლოვობს
რად ხარ ქალაქში
და ეტირება--რად ჩემთან არ ხარ.
მთები,
თქეშები,
ფერთა ორგეა,
ამათთან ყოფნას იმიტომ ვბედავ,
რომ თან ამომყვნენ შენი თვალები
და ამ ედემსაც მაგათით ვხედავ...
მთები,
ღრუბლები,
ნისლები, წვიმა,
წევს ყვიციანი ტყეების ფარჩა...
მაგრამ გატყუებ, რომ გული მტკივა,
მე ხომ ის შენთან,
თბილისში დამრჩა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები