ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2016


მოსწრებისა

მარდი ქმედებით გამოსახვა - პარადიგმაა,
ან გამორიცხე უტოლობა ცვლადის მიზეზი;
კულისებიდან სპექტაკლები ფარდის მიღმაა,
ამორეცხილი თვალებიდან ცოდვას ვაზომებ
იმ საპირწონე პრინციპების გალანტურობას,
თქვენ რომ დამარხეთ თაობათა ორომტრიალში;
ხევებში ქვების იქით მუდამ დგანან ტურები
ყეფენ და მაინც რჩება შანსი შემოტრიალდე
იმ მხარეს, სადაც უყვარხარ და გელოდებიან,
სადაც ღმერთები გარდაცვლილთა სულებს არხევენ,
სადაც ზედმეტი საზომია გამოდევნება
რწმენის დასტურად. მიმიყვანეთ კირით ხურომდე
ამომიშენოს ფიქრებისგან ირგვლივ კედელი;
დაღლილი ბგერა ციცაბოა დუმილის მიღმა;
ამ ნაშუადღევს მაისი რომ წვიმას იკადრებს,
კადრებს ჩარეცხავს ნიაღვარი საოცრად მღვრიე;
და გაცილება უცაბედი... მძიმე პანდორას
ყუთიდან სხარტად ამომხტარი ინფორმაცია
-ტკივილი, შიში, ძებნა ყველგან ,,იქნებ მანდ არის’’...
შესაბამისი ფსიქიკური ინფიცირება.
დღეიდან უკვე სახალხოა შენი საგზალი.
ამოილამბე საკუთარი ბედის მუქარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები