ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აქუარიუს
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2016


შენ ხარ სამყაროს ცენტრი

შენ ხარ სამყაროს ცენტრი!
ყოველთვის იგრძნობ ამას,
_როცა ჩაივლი ქუჩას,
როცა გაიხდი კაბას..

შენ ხარ სამყაროს გული.
შენი სიბრძნეა ღმერთი,
თუმცა გარყვნილი სულის
შფოთიანობა გდევნის..

შენ ხარ სამყაროს ცენტრი,
შენი ნიჭია სწრაფვა..
თითქოს სიბრძნეებს ეტრფი,
მაგრამ ბავშვობა გხატავს..

შენ ხარ სამყაროს ცენტრი,
შენ შეგიძლია ერთი
ფეხ-ქვეშ დაიგო ნეჭად
ეროსი, თორი, ზევსი…

შენ ხარ სამყაროს ცენტრი,
გული მიგიფრენს ცისკენ,
იქ ადონისი გელის..
შენ _ მისი აფროდიტე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები