ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2016


როცა იყო საქართველო

როცა იყო საქართველო
ღვთის კაცისაგან მართული
ზნე-ჩვეულება და ენა
გავრცობილ იყო ქართული
დროშა იგი სამეფოსი
ცამდე იყო აღმართული
დიდი-პატარა შრომაში
დღედაღამ იყო ჩართული
თუმცა სრულ აყვავებამდე
გასავლელ იყო გზა რთული
აღარ დაზოგეს ძალ-ღონე
აშენეს სართულს სართული
სამშობლოს მიწა და წყალი
მათ მტერმა ვეღარ წაართვა
საქართველომ ამ გასაჭირს
თავი ბოლომდე გაართვა
ხვავიცა ჰქონდათ ბარაქაც
არ აკლდათ უფლის წყალობა
სამშობლოს ყოველ მხარეში
ისმოდა ტკბილი გალობა

*****************
როცა ქვეყანას
უკიდებდნენ ცეცხლს
ქურდავდნენ ქალაქს
იპარავდნენ ვერცხლს
შიგ მცხოვრებლები
ჰკარგავდნენ იმედს
ნების გარეშე
დამორჩილდნენ ბედს
არ ჰყავდა მხსნელი
საქართველოს ერს
მაშინ გასაჭირს
ივიწყებდნენ ღმერთს

*****************
საქართველო ადრე
მხნედ იყო და მშვიდად
და მის ძლიერებას
აღვიქვამდი დიდად
სამშობლოს ერთობას
შევცქეროდი ლაღად
დღევანდელი ყოფა
დამსობია დაღად
ახლა საქართველო
ნაღვლიანი არის
და ის ძლიერება
მოტანილი ქარის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები