ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2016


კოჭლი ვარ

ერთ დღესაც დავკოჭლდი
მივხვდი, რომ არ მყოფნის
სიმაღლე.
მაინც არ გვინათებს
ლამპიონები და..
ვინატრე
მეორე ფეხი და რამე ამდაგვარი
კი არა,
სინათლე...
ვიგრძენი, გადაბმულ
თოკზე გადავივლი,
ბეწვის ხიდია თუ ძაფი ორწყება
ოღონდაც იცოდე...
იცოდე
თოკზე სიარული არ გამომდიოდა
და თუ წავიქცევი
კოჭლი ვარ, ცალფეხა
სამარის კარამდე გნატრობ და
არ მოხვალ...
დავკოჭლდი
თუმცა დღეს  კი არა
დაბადებიდანვე კოჭლი
ვყოფილვარ და ...
რას ვროშავ





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები