გადი წვიმაში! ამინდია ასეისმური. არანაირი უმეტესი წვეთი ან ჩქამი. ამ სამყაროში ვერ იქნები ათეისტური, როცა შენა ხარ, ჩემი ყოფის მყარი ანჯამი. ქალაქი მშვიდი, წვიმიანი და ზოგადია. მწამს, რომ შენ გახდი ცხოვრებაში ჩემი ასკეზა. ანუ რაც მქონდა, ან მექნება, ან მაბადია. რამაც მაბრძოლა, შემაყვარა და წამაქეზა. არანაირი ლეგენდა და ძველი მისტიკა; დავტოვე ყველა უშენობის ბნელი მიწური. არ მეშინია, რადგან არსად აღარ მიდიხარ. გადი წვიმაში! ამინდია ასეისმური.