ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა-მარია-8
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2016


ქალი ბროწეულებით

გადამწვარ ტყეში სახლი რომ დგას თეთრი ფანჯრებით
გამურული აქვს ყველა კედლის თეთრი ღიობი,
ამ გამურული სახლის ყველა დიდი ფანჯრიდან
მოსჩანს სიმწიფე ტუჩგახეთქილ ბროწეულების.

გიწყვეტ ნაყოფს და გიმარცვლავ წითელ ცრემლებად,
საკვირველია, რომ ჩვენ გვიყვარს და ვერ ვმწიფდებით
მათ კი არ უყვართ და ცარიელნი უფრო და უფრო ჰგვანან ორსულებს.

დავეძებთ ერთურთს და ხმას ვაწვდენთ
გადამწვარი ჰორიზონტის ყველა კიდემდე.
ექოც იღლება გააჯავროს ყველა აჩრდილი
და უპასუხოს ყველა მგზავრის დაბნეულ თვალებს.

გამოგონილი სულები ვართ ამ სამყაროსი
შენ - მგზავრის ექო
მე კი ქალი ბროწეულებით.
შენ - ჩემი ექო
მე გადამწვარი ტყის ალქაჯი
გამოგონილი სულები ვართ ამ სამყაროსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები