ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2016


ოთახის მოჩვენება

მოვა და მოვა, მოვა და მოვა,
კაბის ბოლოზე მეჭირა თვალი
და თუკი გარეთ არ იყო თოვა,
ოთახში იყო მაგიერ ქალი.

მინდა და მინდა, მინდა და მინდა,
ღმერთმა დასწყევლოს ყოველი წამი
და თუკი გარეთ მაგრად არ წვიმდა,
ოთახში ჩუმად ტიროდა ქალი.

ისევ და ისევ, ისევ და ისევ,
ველოდებოდი ოდესღაც მოვა
და ეს დღეებიც მირბოდნენ ისე,
არ იყო წვიმა არ იყო თოვა.

მოვა და მოვა, მინდა და მინდა,
ქუჩის ბოლოში დაძრწოდა ქარი
თოვდა და თოვდა წვიმდა და წვიმდა,
მაგრამ ოთახში არ იყო ქალი ! .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები