ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2016


შარშანწინდელი მე მახსოვს ფოთი

შარშანწინდელი მე მახსოვს ფოთი
იყო ტკივილი და იყო შფოთი
თითქოს ღრუბელმა იცვალა ფერი
იყო შავი და მანამდე თეთრი
მახსოვს მე ის დღე,ის დრო სასტიკი
უსწორმასწორო გზა და ბილიკი
ბურუსიანი ის შემოდგომა
რომ ფანჯარასთან თეთრად მოთოვა
იყო გრიგალი,ქარბუქი,სეტყვა
ხმა მიწყდებოდა რაღაცა მეთქვა
მიძნელდებოდა ფეთქვა გულისა
დამსდევს აჩრდილი იმ წარსულისა
გაუსაძლისი იყო ამინდი
ჩამოწვა ციდან უეცრად ბინდი
გაქრა ქალაქი და გაპარტახდა
უდაბური და ვერანი გახდა
და ჩაესვენა დიდება მისი
კვლავ გაბრწყინების შევსვათ სასმისი
ბნელში ქალაქი იყო უწინა
მზემან ნათელი გადაუფინა
მას შემდეგ ხანი გავიდა დიდი
და ყველაფერი წყნარია,მშვიდი
ზეცა გამწყრალა უწინ ვატყობდი
ენა დამება ხოს ვერ ვამბობდი
გარსა ეყარა ირგვლივ ნაფოტი
და მოჰკიოდა ყრუ ეშაფოტი
შარშანწინდელი მე მახსოვს ფოთი
იყო ხმაური და იყო შფოთი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები