ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2016


პროცესი

.
მერე კი გაშლიან დიდ კარვებს,
მე გარეთ ვიქნები გაშლამდე
წერაში ჩარგული ნიკაპით.
ცრემლისგან თავს ისე ვიკავებთ,
ახლოს დგას ლექსი და კაშხალი.
.
და როცა ყინული არ დნება,
ლექსია სუნთქვისთვის ბეგარა.
კედლების გადაფერადებას
ხომ სჯობდა, სულ გადამეყარა
ცივ წყალში ყოველი მარწუხი,
საკუთარ წარსულზე მესწავლა
და ის, რაც სიზმარშიც მაწუხებს
ძლიერ გავს ცეცხლგამძე ყელსაბამს -
სატირა, თუ ირონიული
წარსულის ხატება ნამდვილად.
ხიდები. მართალი-ტყუილი.
სი-მყუდროვის მძებნელი ტურისტი
უცხო ტყის ზნემ მომინადირა.
.
გარეთ დღე კვლავ ფეხბურთელივით
სამკლაურს გადასცემს და მტკივან
მზეს სკამზე დამჯდარი გადადებს...
.
საფერფლე. დამწვარი წერილი.
კირჩხიბი, რომელმაც დამკბინა
იარა კვლავ, მორიგ გაზრდამდე.
.
დღეს შრამი. ნაკერი.
ბარტერი
ბავშვობას, მომავალს თუ მშობლებს...
.
ნეტავი, რად არ ვიბარგები.
.
ტუჩები, რომლებიც ურჩობენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები